მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.7
-0.0048
flag
AZN 1.5729
0.0001
flag
CNY 39.086
0.016
flag
EUR 3.1544
0.0039
flag
GBP 3.6191
0.0055
flag
KZT 53.5
0.0029
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6741
0.0001

ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლებში განხორციელებული ფლაგმანი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ კუთხით აქცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებზე გააკეთა.

„ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. წლების განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების პროექტები, რომლებმაც გააძლიერა რეგიონული ენერგოუსაფრთხოება და გააღრმავა კავშირი ჩვენს რეგიონსა და ევროპულ ბაზრებს შორის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკული დაკავშირებადობის მომავალ, ფლაგმანურ პროექტებს, როგორებიცაა „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი" და „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი". მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს პროექტები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზართან დააკავშირებს და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონისა და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას.

„თითოეული ეს პროექტი განიხილება რეგიონულ ჭრილში და დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი განვითარება ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის ეკონომიკური მიმზიდველობის ზრდას. ამ მხრივ, ისეთ პარტნიორებთან გაძლიერებული თანამშრომლობა, როგორებიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი, კვლავაც უმნიშვნელოვანესია. მჯერა, რომ ჩვენი მთავრობების ძალისხმევა და საერთო სტრატეგიული მიზნები კიდევ უფრო წინ წაიწევს ბიზნესებს შორის მჭიდრო კოოპერაციითა და ამბიციური, ინოვაციური ინიციატივების განვითარებით, სადაც კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი ენიჭება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

წინანდალში მიმდინარე ფორუმზე სამი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობის საკითხები განიხილება სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით. ფორუმში სამივე ქვეყნის 400-მდე დელეგატი, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს - ინგა ფხალაძე

26.02.2026.17:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინგა ფხალაძის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და იტალიურ საკონსულტაციო კომპანია „CESI"-ის შორის ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს.

„ხელშეკრულების თანახმად, მოხდება შავი ზღვის ფსკერის კვლევა, რაც გულისხმობს ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელიც განსაზღვრას, თუ რა სახით განლაგდება კაბელის ზღვის ფსკერზე. გარდა ამისა „CESI"-ს უკვე ჩატარებული აქვს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რამაც დაადასტურა, რომ ის ამ მაჩვენებლებით შესრულებადია. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ნამდვილად იფუნქციონირებს ჩვენს რეგიონში ენერგეტიკულ ჰაბად, რაც საქართველოსა და ევროპას, სხვა ქვეყნების მონაწილეობითაც ერთმანეთთან დააკავშირებს", - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ხელშეკრულება გულისხმობს სატენდერო სამუშაოებისთვის დიზაინის და ზუსტი ჩამონათვალის განსაზღვრას, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება ტექნიკური კომპანიისთვის, რომელიც შავი ზღვის ფსკერის კვლევის სამუშაოებს შეასრულებს.
საქართველო-რუმინეთს შორის დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა საქართველოსა და ევროპას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობას, ტრანზიტს, იმპორტსა და ექსპორტს ითვალისწინებს. ინგა ფხალაძე ხაზს უსვამს პროექტის დიდ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის - მისი შეფასებით, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის კუთხით არამხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს რეგიონს ახალ შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბია თავისი დანიშნულებით და ადგილმდებარეობით. აქამდე შესრულებული კვლევების თანახმად, 2029 წელს უნდა დასრულდეს ყველა სამუშაო, მათ შორის - ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური თუ ასევე სპეციალური ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება ამ აკვატორიაში. რაც შეეხება თავად პროექტს, 2032 წელს მან უკვე ფუნქციონირება უნდა დაიწყოს", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა