ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი მიდგომა და ახალი შესაძლებლობები | საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის 27-ე დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ასევე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს - დავით ნარმანია
17.04.2026.17:37
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
ფორუმი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხის, მიწოდების უწყვეტობისა დარეგულირების, ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისა და საინვესტიციო პროექტების შესრულების მონიტორინგის საკითხებზე. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე, რომლებსაც სემეკი უახლოეს პერიოდში განახორციელებს:
„სემეკი სისტემატურად ახორციელებს კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს. სემეკში ინერგება და უკვე სატესტო რეჟიმშია ინვესტიციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, სადაც მოხდება ინვესტიციების, როგორც ინიცირების ,ისე მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ ინფორმაციებისა და შესაბამისი დოკუმენტური მასალის ასახვა, რაც კომისიას მისცემს შესაძლებლობას სწრაფად მოახდინოს დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.
ფორუმს ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.