მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

ენერგეტიკის სექტორისთვის ჯარიმების პატიება არის ამ დარგის მნიშვნელობის ხაზგასმა და ასევე იმის აღიარებაც, რომ შესაძლებელია, სახელმწიფოს მხარესაც არაერთი გამოწვევა იყო - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯარიმების პატიებით და ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის. ამ საკითხებზე მინისტრმა განახლებადი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2025 წლის შედეგები შეაჯამა.

„სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სექტორია ენერგეტიკა, მათ შორის, ეს არის აღიარებაც, რომ, შესაძლებელია, სახელმწიფოს მხარესაც იყო არაერთი გამოწვევა, მათ შორის, გვქონდა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ძალიან პასუხისმგებლიანი ინვესტორი მიმართავდა შესაბამის უწყებებს, მხოლოდ მხარდაჭერის გადავადებისთვის ან რიგი საკითხებისათვის და ამაზე რეაგირება ან დროული არ იყო, ან საერთოდ არ იყო. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სადაც გავითვალისწინეთ ენერგეტიკის დარგის სწრაფი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ბარიერი, რასაც სექტორისგან ვისმენდით" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, სექტორთან მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებული, მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც ენერგეტიკული პროექტების უდიდესი ნაწილი შეფერხებული იყო. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჯარიმების პატიებით ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბარიერი მოიხსნა ბოლო რამდენიმე კვირაა, სამინისტრო აქტიურად ამუშავებს დიდი ოდენობის მომართვიანობას შესაბამისი კატეგორიის მემორანდუმების გაფორმებაზე, რომლებიც ეხება ენერგეტიკული პროექტების კვლევას, მშენებლობას და ა.შ.

„ენერგეტიკის სექტორთან ძალიან აქტიურად იმუშავა სამინისტროსა და მის სისტემაში შემოსულმა ახალმა გუნდმა იმისთვის, რომ სწორი შეფასებები გაგვეკეთებინა" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მშპ-თან ისტორიულად ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა და მშპ-ს 3.3%-ს შეადგენს

30.12.2025.15:37

საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.

2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც. რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა.

კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე. მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში. ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა