მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.5
-0.0026
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 37.761
0.0032
flag
EUR 3.1575
0.0083
flag
GBP 3.6411
0.0101
flag
KZT 50.35
0.0026
flag
TRY 0.0652
-0.0001
flag
USD 2.6925
-0.0005

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“ რეგისტრაცია დაიწყო

news image

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ სასწავლო კურსს, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგეტიკის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

       სასწავლო კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებს.

 კურსი განკუთვნილია:

  • ენერგეტიკის სექტორსა და რეგულირებად კომპანიებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის;
  • იმ პირებისთვის, რომლებიც სწავლობენ ან მუშაობენ ენერგეტიკის, ეკონომიკის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და ტექნიკური მეცნიერებების სფეროებში;
  • ელექტროენერგეტიკის სექტორის სტრუქტურის, მართვისა და რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეიძენენ საფუძვლიან ცოდნას ელექტროენერგეტიკის რეგულირების საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ მექანიზმებზე; გაიღრმავებენ უნარებს ენერგეტიკული სექტორის ეფექტიანი ანალიზისა და მართვის მიმართულებით; გაეცნობიან ევროპულ რეგულაციურ პრაქტიკებსა და სექტორის ლიბერალიზაციის ძირითად პრინციპებს.

            ტრენინგებს ატარებენ პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ენერგეტიკის რეგულირების, სექტორის მართვისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით.

       კურსის მონაწილეებს ტესტირების შემდგომ, გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდგომი ბმულის საშუალებით: https://entc.ge/ka/application_form

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ - ინგა ფხალაძე

09.09.2025.12:44

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ. ჩვენ, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, განვაგრძობთ პარტნიორობის გამყარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რათა შევძლოთ საიმედო ენერგეტიკული ცენტრის როლის კვლავ გაგრძელება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ორგანიზებით მიმდინარეობს. 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. „ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ქსელის საიმედოობის გამოწვევებთან გამკლავება რთულია რეგიონული თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების გარეშე. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი რეგიონული ენერგოსისტემის განვითარება," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსთვის ენერგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველია, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საყრდენიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მწვანე ენერგიას ეხება, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგების მთავარი წყარო და ძირითადი შიდა ენერგეტიკული რესურსია. „ჩვენი პოლიტიკა მუდმივად იხვეწება მწვანე ენერგიაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ახალი პროექტების განვითარებასთან ერთად, ჩნდება ჩვენი ქსელების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გამოწვევა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების პარალელურად, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის შემდეგ, ფორუმის მონაწილეებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი მიესალმა.

ფორუმში მონაწილეობენ დანიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები, (Energinet, TEIAS, Azerenerji, Electro Power Systems Operator, Moldelectrica Transelectrica) კანადური ენერგეტიკული კომპანიების - „PSCAD" და „RTDS Technologies" და დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს CIGRE-ს ექსპერტები. ასევე Schweitzer Engineering Laboratories (SEL), ბათუმის საზღვაო აკადემიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა