ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“
სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწასვლო კურსი „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“.
კურსის ფარგლებში განიხილება მრავალწლიანი და წამახალისებელი სატარიფო რეგულირების პრინციპები, ასევე რეგულირებადი სუბიექტებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის: ტარიფის გამოთვლის პრინციპები, რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურა,
კაპიტალური დანახარჯები და მნიშვნელოვანი
საოპერაციო დანახარჯების ტიპები, რომლებიც გათვალისწინებულია სემეკის სატარიფო მეთოდოლოგიაში.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც ჩართული არიან სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში.
სხვა სიახლეები
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც - ირაკლი კობახიძე
26.11.2025.12:33
Emaar/Eagle Hills-ი არის ე.წ დუბაის სასწაულის შემოქმედი, სწორედ Emaar-ის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, რამდენჯერმე გაიზარდა დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც.
„საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნესწარსულის და პოლიტიკური წარსულის ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. როდესაც გაივლით დუბაის ცენტრში, ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80%. მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა. გასაგებია, როგორიც არის ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია, თუმცა, აქაც კი ახერხებენ ამ საინვესტიციო პროექტის ოპონენტები, რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია Emaar-ს და Eagle Hills-ს. გარდა იმისა, რომ ეს კომპანია არის დუბაის სასწაულის უშუალო შემოქმედი, მას წარმატებით აქვს განხორციელებული პროექტები არაერთ სხვა ქვეყანაში და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.