ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სხვა მრავალ მიმართულებით ცნობადობის ზრდას - დავით ნარმანია
2026 წლის სექტემბერში თბილისი ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, ფორუმის ფარგლებში თბილისს 1200-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა.
„მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში დაგეგმილია მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმის ჩატარება, სადაც 150-მდე ქვეყნიდან 1200-ზე მეტი დელეგატი, ინვესტორი, მარეგულირებელი ჩამოვა. უპრეცედენტოდ მაღალი დონის ენერგეტიკული ღონისძიება ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ ვუმასპინძლებთ. აღნიშნული ღონისძიება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სხვა მრავალ მიმართულებით ცნობადობას შეუწყობს ხელს. ასე რომ, დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მრავალ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც მიიღებენ ფორუმში მონაწილეობას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
უკვე ცნობილია, რომ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების და ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ეგიდით, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა და პერუ.
სხვა სიახლეები

28.01.2026.11:00