ენერგეტიკა შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შესაძლოა ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყოს - არჩილ გაჩეჩილაძე
ენერგეტიკა შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შესაძლოა ერთ-ერთი ყველზე დიდი მიმართულება იყოს, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელიც Galt & Taggart-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო.
არჩილ გაჩეჩილაძის თქმთ, ასეულობით მილიონი დოლარის ჩადება შეიძლება ამ სექტორში.
„როგორც მოგეხსენებათ ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. ეს არის ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურასთან მიმაგრებული ინდივიდუალური პროექტები. ამ ინფრასტრუქტურას სჭირდება საკმაოდ დინამიური განვითარება, ამას ჭირდება, როგორც რეგულატორული ისევე სახელმწიფო სტრატეგიის კოორდინირება კერძოსთან და აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. Galt & Taggart-ი 10 წელიწადზე მეტის ხნის წინ პირველი იყო საქართველოში, რომელმაც ამ სექტორთან მიმართებაში კვლევა დადო და წლებია უკვე ასეთუ ტიპის კონფერენციებს ატარებს.
ენერგეტიკის მიმართულება ერთ-ერთი ყველზე დიდი მიმართულება შეიძლება იყოს შემდეგი რამოდენიმე წლის განმავლობაში. ასეულობით მილიონი დოლარის ჩადება შეიძლება ამ სექტორში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქსელი იყოს შესაბამისად მზად გამართული იმისთვის, რომ განვითარდეს ახალი პროექტები ერთის მხრივ ქსელის გაძლიერებისთვის და მეორეს მხრივ, იყოს გარანტიები, რომ CFD მექანიზმი, რომელიც დაინერგა, ამასთან მიმართებაში გარანტიები, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურება მოხდება დროულად და კარგად. ეს მექანიზმი იყოს გამართული. აი ამ ორ შემთხვევაში, კერძო სექტორის მიმართულებით საკმაოდ დიდ აქტიურობას ვხედავთ და ეს ყველაფერი თუ კარგად შესრულდა ასეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება ნამდვილად შესაძლებელია ამ სექტორში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.17:12
23.06.2025.17:30
ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე, მზის და ქარის სადგურების მშენებლობის ღირებულება დროთა განმავლობაში იკლებს, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი, რომელმაც 20 ივნისს Galt & Taggart-ის ახალი კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა.
Galt & Taggart-მა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენცია გამართა, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიებისა და მარეგულირებელი სტრუქტურების ჩართულობით წარიმართა და 400 მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში Galt & Taggart-მა წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელიც მიმოიხილავს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს და ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც სექტორში ინვესტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს.
„ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ მშენებლობის ღირებულება და კვლევა დეველოპორების გამოკითხვის საფუძველზე შევადგინეთ. ძირითადად, ქარისა და მზის სადგურების მთავარი კომპონენტი არის ელექტრო მექანიკური მოწყობილობები და ამის გამო მისი მშენებლობის ვადა არის შედარებით მოკლე და გადახარჯვის ალბათობა გვაქვს ნაკლები, ხოლო ჰიდროსადგურების მშენებლობის ღირებულება ბევრი კომპონენტისგან შედგება. გვაქვს მაღალი წილი ადამიანური რესურსის, რის გამოც ეს პროექტი შედარებით დროში იწელება და გადახარჯვის ალბათობაც მაღალი არის. ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე, მზისა და ქარის სადგურების მშენებლობის ღირებულება იკლებს, ხოლო ჰიდროსადგურების შემთხვევაში დიდი არის წილი სამშენებლო მასალების, რომლის ფასიც ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი არის და შესაბამისად მომატებული არის ჰიდროსადგურების მშენებლობის პირობები“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
მისივე განმარტებით, Galt & Taggart-ის კვლევის ერთ-ერთი მიგნება არის სწორედ ის, რომ რეზერვუარების მქონე ჰიდროებისთვის დადგენილი ტარიფი არ არის საკმარისი და გადახედვას საჭიროებს.
„დანარჩენ შემთხვევებში ცოტა დაბალი არის ჰიდროსადგურების უკუგება და კარგი იქნებოდა წახალისების მექანიზმის გაზრდა. ქარისა და მზის სადგურებისთვის სავსებით საკმარისია და ეს კარგად ჩანს სამინისტროში შესული განაცხადების რაოდენობაში. დღეის მდგომარეობით, 8.8 გეგავატის განაცხადები არის შესული და აქედან უმეტესობა, 90% არის ქარის და მზის სადგურები“, - განმარტავს მარიამ ჩახვაშვილი.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტზე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ხოლო ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სექტორის აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი - ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, სემეკ-ის თავმჯდომარე, საქართველო-ურბან ენერჯის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.