მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა.

„ჯარიმების ჩამოწერა ისტორიული, დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კერძო სექტორთან კომუნიკაცია და უკუკავშირი გვეხმარება მუშაობის პროცესში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სახელმწიფო და სექტორის წარმომადგენლებმა. ეკონომიკის მინისტრმა მათ დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროცესები, მთავრობის ხედვა და ახალი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი მარიამ ქვრივიშვილმა ინვესტორებისთვის ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზე გააკეთა - სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. მინისტრის ინფორმაციით, ჯარიმები რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობდა - ძირითადად ვადების დაგვიანება, ასევე კომპანიების მხრიდან მემორანდუმით ნაკისრი პასუხისმგებლობის ვერშესრულება.

„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა პროექტი თუ  მემორანდუმი, რომლებზეც სხვადასხვა გარემოებებიდან გამოდინარე დაკისრებული იყო ჯარიმები და პროცესი გამჭვირვალობის მიზნით ერთგვაროვანი გადაწყვეტილება  მივიღეთ. ენერგეტიკა  ობიექტურად დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი აქვს ქვეყნის სწორ განვითარების მიმართულებით. ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჯარიმების პატიება წინაპირობებით და დათქმით მოხდება, პირველი და უმთავრესი ახალი ვადების განსაზღვრაა პროექტების ხასიათის შესაბამისად - მზის, ქარის თუ ჰიდრო პროექტია, ასევე პროექტის სტატუსიდან გამომდინარე - კვლევის ეტაპზეა ის თუ მშენებლობის. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორს ამ პროცესში მეტი სიცხადე ჰქონდეთ,  საჭიროა, ყველასთვის იყოს ნათელი, რომელი პროექტები რა ვადებში  განხორციელდება - როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორების მხრიდან. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კერძო სექტორს თავისუფლება  ექნება, რომ პროექტის ეტაპიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტორმა თავად განსაზღვროს მისი განვითარებისთვის საჭირო ახალი, გონივრული ვადა. 

„ამის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტრო მოახდენს არსებული მემორანდუმის ცვლილებას, განისაზღვრება ახალი გონივრული ვადა და გაფორმდება ახალი მემორანდუმი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება  საინვესტიციო მოცულობაც დაკორექტირდეს. თუმცა, ჯარიმების პატიება არ იქნება უპირობო, პროექტების ახალი ვადების მონიტორინგი ეკონომიკის სამინისტროსა  და შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოსა და ინვესტორის შორის შედგა შეთანხმება და განისაზღვრა ახალი ვადა, მაგრამ შეთანხმებული ვადები არაობიექტური მიზეზის გამო დაირღვა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღდგება, ასევე დაემატება საურავი, რომელიც დაკავშირებულია ვადაგადაცილებასთან", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და ესკო-ს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მშპ-თან ისტორიულად ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა და მშპ-ს 3.3%-ს შეადგენს

30.12.2025.15:37

საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.

2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც. რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა.

კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე. მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში. ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა