მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

Emaar-ის პროექტის წინააღმდეგ სპეკულაციური კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინების კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტში - ირაკლი კობახიძე

news image

Eagle Hills-ის პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, Eagle Hills-ის პროექტის გარშემო სამწუხარო სპეკულაციები ისმის.

„პროექტის გარშემო სამწუხაროდ გვესმის ხოლმე სპეკულაციები და ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის, რაც თქვა კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, როდესაც გვქონდა საუბარი ამ თემებზე. ასეთივე კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა Emaar პროექტის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინების Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

26.11.2025.14:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული ღონისძიება იმართება ევროკავშირის თანაორგანიზებით და მისი მიზანია ევროკავშირის "Global Gateway"-ის ინიციატივის ფარგლებში დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის  თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად. ღონისძიების ფარგლებში, საქართველო წარადგენს თავის ხედვასა და გეგმებს თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

ფორუმი და მინისტრების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში ხვალ გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს შორის დაკავშირებადობის საკითხებს.

ღონისძიებას დაესწრება ევროკომისარი საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელა.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა