მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

Emaar-ის ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ექნება საშუალება, რომ საქართველოში მისი გეგმების შესახებ წარმოადგინოს ინფორმაცია - გენადი არველაძე

news image

რამდენიმე დღეში საქართველოს  Emaar-ის ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელ მოჰამედ ალი ალაბარი ეწვევა. ის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ დაესწრება. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, ის ფორუმის მონაწილეებს საქართველოში საკუთარ გეგმებზე მოუყვება და დეტალურ ინფორმაციას მიწვდის. 

ცნობილია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გალფის ქვეყნებიდან საკმაოდ ბევრი ბიზნესმენი დაესწრება. 

„უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციაა. ჩვენ ველოდებით როგორც გალფის ქვეყნებიდან, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის კერძო სექტორიდან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ბატონ მოჰამედ ალი ალაბარის Eagle Hills-ისა და Emaar-ის ჯგუფის დამფუძნებელს ვუმასპინძლოთ. მას დაეთმობა სპეციალური პანელი, სადაც გვექნება საშუალება, რომ პირადად მოვუსმინოთ. ასე ვთქვათ „ერთი ერთის“ ფორმატში მოდერატორთან ერთად და მას ექნება საშუალება, რომ წარმოადგინოს იმ გეგმების შესახებ ინფორმაცია თუ რას გეგმავს მომავალი წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში, რომ წვლილი შეიტანოს Eagle Hills-ის ჯგუფმა ამ მსხვილი პროექტებით, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლების განმავლობაში“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს დედაქალაქი 22-23 ოქტომბერს მასპინძლობს. 

ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები. 22 ოქტომბერს 7 პანელური სესია გაიმართება, რომლებსაც მოდერატორობას მსოფლიოს წამყვანი და აღიარებული წარმომადგენლები გაუწევენ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა

17.10.2025.19:00


2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის რვა თვეში ქვეყანაში შემოსული ნავთობპროდუქტების მოცულობამ 1 124 738.9 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი იმპორტი 1 042 463.2  ტონის დონეზე იყო. შესაბამისად  ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 8%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია და სწორედ მასზე მოდის ქვეყანაში შემოტანილი ნავთობის 45%-ი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახდენს:

  • რუსეთი - 510 695.9 ტონა;
  • რუმინეთი - 211 349.1 ტონა;
  • ბულგარეთი - 170 843.0 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 72 953.6 ტონა;
  • თურქეთი - 59 326.9 ტონა;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 1 595 001.4 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2023 წელს კი 1 418 192.0 ტონა. შესაბამისად, 2024 წელს იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა