მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

Emaar-ის ინვესტიციის ფარგლებში ვსაუბრობთ ორ უმსხვილეს პროექტზე გონიოსა და თბილისში, კრწანისის ტერიტორიაზე, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეს არის ისტორიული სიდიდის პროექტი, მათ შორის ინვესტიციის კუთხით, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, მათ შორის Emaar-ის პროექტებზე საუბრისას განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ Emaar-ის პროექტი უკვე ფაქტობრივად სრულყოფილია იმისთვის, რომ ის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. 


„ვიცით, რომ ძალიან დიდი ინტერესია Emaar-ის ინვესტიციის შესახებ. ეს არის ისტორიული სიდიდის პროექტი, მათ შორის ინვესტიციის კუთხით. 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია არის დადასტურებული Emaar-ის მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ორ უმსხვილეს პროექტზე გონიოსა და დედაქალაქში კრწანისის ტერიტორიაზე, სადაც ფაქტობრივად 5000-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. ეს იქნება უდიდესი, მულტიფუნქციური 2 კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ. განთავსების ობიექტებს, ისევე როგორც სხვა კომერციულ სივრცეებს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს კომპანია Emaar-თან, პირადად მე - დამფუძნებელთან. ჩვენი გუნდები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ფაქტობრივად პროექტი უკვე სრულყოფილია იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდგომ ნაბიჯებზე. დღეს გაქვს ძალიან დიდი პროგრესი, მათ შორის დაწყებულია არაერთი კვლევა, პროექტირება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს მათ შორის იყო დიდი სტიმული სხვა ინვესტორებისთვის. განსაკუთრებით ყურის ქვეყნებისთვის, ამან ძალიან გააძლიერა ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა, ნდობა იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილური საინვესტიციო გარემო. ის, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის მხოლოდ პოზიტიური, და რა თქმა უნდა ასეთი მსხვილი ინვესტორის შემოსვლა, ამ მოცულობის თანხით, უზრუნველყოფს იმას, რომ არამხოლოდ ყურის ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებიდანაც მსხვილი ინვესტორების დაინტერესება გამოიწვიო“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - მარიამ ქვრივიშვილი

12.09.2025.23:55

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის გამორჩეული ამ კუთხით რეგიონის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება  ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. 

„ასევე იცით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ 9,4%-ი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. რაც ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა არის ის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, მდგრადად და ძალიან სტაბილურად ვითარდება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას. რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ამავდროულად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და მთავარი საზრუნავი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა