ელექტროტექნიკის ენერგოეტიკეტირების შესახებ ბიზნეს ასოციაციაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა - რაზე იმსჯელეს
2026 წლიდან საქართველოში 14 დასახელების ელექტროტექნიკაზე ენერგოეტიკეტირება სავალდებულო ხდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი პროფილური უწყებების წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ენერგოეტიკეტირების შესახებ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ ვალდებულებები გააცნეს.
პრეზენტაცია წარადგინა სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ. მისი თქმით, ელექტროტექნიკაზე ენერგოეტიკეტის დატანა მომხმარებელს დაეხმარება, მარტივად მიიღოს ინფორმაცია, თუ რა ენერგიას მოიხმარს კონკრეტული პროდუქტი და შესაბამისად, შეარჩიოს უფრო მდგრადი და ხარჯეფექტური ტექნიკა.
აღსანიშნავია, რომ ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ სავალდებულო მოთხოვნების შესახებ სათანადო ინფორმაცია უკვე მიაწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, რათა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მომზადებული შეხვდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
სხვა სიახლეები
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ იაპონიაში $3,8 მილიონის დოლარის პროდუქცია გაყიდა
26.12.2025.17:00
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ იაპონიაში 3 772.2 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. ეს მაჩვენებლები კი 8%-ით ნაკლებია 2024 წლის სტატისტიკასთან. 2024 წელს საქართველომ იაპონიაში 4 093.4 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ქართული ღვინოა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს, იაპონიიდან საქართველოში იმპორტი %-იან კლებას აჩვენებს. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ იაპონიიდან 331 879.8 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა, ხოლო 2024 წლის 11 თვეში კი 34%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს: