მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.9
0.0023
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.298
-0.0009
flag
EUR 3.1619
-0.0107
flag
GBP 3.5966
-0.0244
flag
KZT 52.45
0.0013
flag
TRY 0.0631
-0.0001
flag
USD 2.6979
0.0001

ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის აუცილებელია - გია არაბიძე

news image

ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა, რითაც სემეკის  გადაწყვეტილება შეაფასა,რომელიც  მომდევნო წლიდან ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდას გულისხმობს. 

ენერგეტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც ტარიფის მატებისგან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაიცავს.

"როგორც ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელი, ბუნებრივია, ფასის მატებას არ მივესალმები, მაგრამ როგორც ენერგეტიკოსი ვთვლი, რომ ფასის მატება დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ცოტა დაგვიანებულიც კი არის. ვფიქრობ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებაც არ იყო სწორი, 2013 წელს ტარიფების გაუქმებაც არ ყოფილა სწორი, რადგან ამან დარგს  სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, ასევე, არ იყო სწორი 2024 წელს ტარიფების შემცირება. მე ახლა გესაუბრებით როგორც დარგის სპეციალისტი და არა მომხმარებელი. აბსოლუტურად სხვა საკითხია ეს ტარიფის გაზრდა რა პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას და მათ შორის, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რაზედაც სახელმწიფომ უნდა ისაუბროს და თავის თავზე უნდა აიღოს აღნიშნულის მოგვარების საკითხი. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აუცილებლობას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხში სამი კომპონენტი არსებობს. ერთ-ერთი არის ის, რომ იმპორტირებული ენერგია, რომელიც ჩვენ შემოგვქონდა - გაძვირდა. შესაბამისად, იძულებული გავხდით სრული დატვირთვით ჩაგვერთო თბოელექტროსადგურები, რომლებიც ასევე, იმპორტირებული ენერგიაა, ვინაიდან იქ ელექტროენერგია იმპორტირებული გაზის ხარჯზე გამომუშავდება, რაც ბუნებრივია, ელექტროენერგიის ფასს ზრდის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები ჩვენს დარგში, მათ შორის, როგორც ადგილობრივი, ისე ახალი სადგურების მშენებლობისთვის შემოსული ინვესტორები. ძალიან სერიოზულად არის გადასახედი ენერგეტიკული სისტემის ინფრასტრუქტურა. ამასთან არის კიდევ ერთი კომპონენტი - როგორც იცით, უკვე ინტენსიურად დაიწყეს განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით მშენებლობის საკითხი, მათ შორის, მზის, ქარის და ა.შ. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ფასი კი ჯერჯერობით კიდევ მაღალია და გარდა ამისა, ახალი სადგურები, რომლებიც ექსპლუატაციაში შედის, მათი ნაწარმოები ელექტროენერგიის ფასიც საკმაოდ მაღალია. 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა  აუცილებელია. სხვა საკითხია რამდენად უნდა გაიზარდოს და როგორ ტვირთად დააწვება ეს გადაწყვეტილება მოსახლეობას", - აცხადებს გია არაბიძე.

კითხვაზე "რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს" - ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს მექანიზმები, რითაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ასეთი წნეხისგან დაცული იქნება.

ცნობისთვის, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მომდევნო წლიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა იგეგმება, ხოლო რამდენით გაიზრდება ტარიფი, ეს 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.

დღეს მოქმედი ტარიფები დადგენილია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით − სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო იმ მიზნით, რომ კომპანიებს დაუდგინდეთ ტარიფები მომდევნო პერიოდისთვის.  ტარიფები დგინდება კომპანიების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ანალიზისა და მარეგულირებელი აუდიტის შედეგად.

ტარიფის დადგენის პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია, რაც ექვემდებარება საჯაროობას.

ტარიფში გათვალისწინებული იქნება ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და რომელთა გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელია მომსახურების გაწევა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველოსა და ხორვატიის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები

18.12.2025.15:00

ხორვატიაში ექსპორტი 80,5%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 15,3%-იან ზრდას. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ხორვატიაში ექსპორტზე 821.4 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 455.1 ათასი დოლარის. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოდან ხორვატიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიაში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 394.8 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 162.4 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 125.0 ათასი დოლარი;
  • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 60.6 ათასი დოლარი;
  • ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა - 25.5 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ხორვატიიდან იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 17 839.7 ათასი დოლარი შეადგინა. ზრდა 15.3%-ია. 2024 წლის 10 თვეში ხორვატიიდან იმპორტი 15 471.7 ათასი დოლარის დონეზე იყო. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც ხორვატიიდან ყიდულობს:

  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 5 220.7  ათასი დოლარი;
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 1 741.6  ათასი დოლარი;
  • 9406 სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები - 1 445.1 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 877.1 ათასი დოლარი;
  • რეზერვუარები, ცისტერნები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონიებისაგან, 300 ლიტრი და მეტი ტევადობის - 719.9 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა