მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

ელექტროენერგიის სექტორში დღეს დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 31 დეკემბრის ჩათვლით - სემეკი

news image
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ასევე არასაყოფაცხვრებო (კომერციული სექტორი, ბიზნესი) მიმართულებით. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, კომისიამ გამართა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებაში, გაითვალისწინა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების (შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“; სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“) წერილობითი მომართვები, რომლებიც უკავშირდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს.
როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მარეგულირებელი კომისიის ერთობლივი ინტერესია, რომ ერთი მხრივ განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და აღმოიფხვრას სექტორში არსებული პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ დადგინდეს სამართლიანი ტარიფები, რომელიც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორს.
რაც შეეხება მომდევნო 5 წლის პერიოდზე განსახორციელებელ ინვესტიციებს, კომპანიები განახორციელებენ საინვესტიციო გეგმებს და ამ კუთხით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას პრობლემა არ შეექმნება. ასევე, განხორციელდება კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ბუნებრივი გაზის სექტორში.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში დღემდე მოქმედებს 2023 წელს 3 თეთრით შემცირებული ტარიფები. რომლის შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ელექტროენერგიის სექტორში დღეს დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 31 დეკემბრის ჩათვლით - სემეკი

29.12.2025.17:05

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ასევე არასაყოფაცხვრებო (კომერციული სექტორი, ბიზნესი) მიმართულებით. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, კომისიამ გამართა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებაში, გაითვალისწინა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების (შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“; სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“) წერილობითი მომართვები, რომლებიც უკავშირდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს.
როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მარეგულირებელი კომისიის ერთობლივი ინტერესია, რომ ერთი მხრივ განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და აღმოიფხვრას სექტორში არსებული პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ დადგინდეს სამართლიანი ტარიფები, რომელიც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორს.
რაც შეეხება მომდევნო 5 წლის პერიოდზე განსახორციელებელ ინვესტიციებს, კომპანიები განახორციელებენ საინვესტიციო გეგმებს და ამ კუთხით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას პრობლემა არ შეექმნება. ასევე, განხორციელდება კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ბუნებრივი გაზის სექტორში.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში დღემდე მოქმედებს 2023 წელს 3 თეთრით შემცირებული ტარიფები. რომლის შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა