ეკონომისტების პროგნოზით, იაპონიის ცენტრალური ბანკი ივლისამდე საპროცენტო განაკვეთს უცვლელად შეინარჩუნებს
ეკონომისტების პროგნოზით, იაპონიის ცენტრალური ბანკი (BOJ) ივლისამდე საპროცენტო განაკვეთს უცვლელად შეინარჩუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია, იაპონიის ცენტრალური ბანკი (BOJ) მომავალში განაკვეთებს კიდევ რამდენჯერმე გაზრდის და მედიანური შეფასებით საბოლოო დონე დაახლოებით 1.5% იქნება, იაპონიის მონეტარული პოლიტიკა კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი გლობალური პარტნიორებისგან, რომელთა უმეტესობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სესხის აღების ღირებულების შემცირებისკენ გადადგა ნაბიჯები.
ანალიტიკოსთა უმეტესობა, რომლებიც გამოკითხულნი იყვნენ 6–13 იანვარს, მიიჩნევენ, რომ იაპონიის ბანკი (BOJ) თავს შეიკავებს სწრაფი გადაწყვეტილებებისგან, რათა შეაფასოს დეკემბერში განხორციელებული 0.25 პროცენტული პუნქტით განაკვეთის ზრდის გავლენა ეკონომიკაზე, იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ იენის გაუფასურება იმპორტირებული საქონლის გაძვირების გზით დამატებით ინფლაციურ ზეწოლას არ გააძლიერებს.
ცნობისთვის, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა (BOJ) დეკემბერში განხორციელებულ საპროცენტო განაკვეთის ზრდასა და მის წინა 2025 წლის იანვარში განხორციელებულ ზრდას შორის 11-თვიანი პაუზა შეინარჩუნა.
ბოლო ყოველთვიური კვლევის ფარგლებში გამოკითხული 67 ეკონომისტიდან, ორის გარდა ყველა მიიჩნევს, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი (BOJ) იანვრისა და მარტის სხდომებზე ძირითად საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაინტერესებულები ვართ, რომ 2031 წლის შემდეგ გავაგრძელოთ ოპერირება ვაზიანის აეროპორტში – თეა ზაქარაძე
სხვა სიახლეები
EBRD-მა 2025 წელს რეკორდული €16.8 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა
16.01.2026.08:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა 2025 წელს რეკორდული €16.8 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას EBRD-ი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
წლის განმავლობაში ბანკმა 640 პროექტი დააფინანსა, რომელთაგან ინვესტიციების 75% კერძო სექტორზე მოდიოდა, რაც კერძო სექტორში €12.7 მილიარდის ინვესტიციას უტოლდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ბანკმა ასევე რეკორდული €16.6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა თავის ოპერირების ეკონომიკებში, მათ შორის რეკორდული წილით კერძო სექტორში, მწვანე პროექტებში და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებში.
გლობალური დაძაბულობისა და ოპერირების რეგიონებში არსებული ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, ბანკმა განაგრძო თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულება და ჯამური ინვესტიციების 56% ანუ €9.4 მილიარდი მიმართა იმ პროექტებზე, რომლებიც მისი ინვესტირების ეკონომიკებში მწვანე ტრანზიციის მხარდაჭერას ემსახურებოდა.
პროექტების 47% ხელს უწყობდა ქალებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას EBRD-ის ოპერირების რეგიონებში.