მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

რა ფაქტორების გათვალისწინებით გადახედა Galt & Taggart-მა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს - ლაშა ქავთარაძის განმარტება

news image

Galt & Taggart-ის მიერ საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პრონგოზის გადახედვას გამოეხმაურა რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.


მისი განმარტებით, 2025 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალისტურია. 

„დიდი ხანი არ გასულა, რაც ერთად გვქონდა ეკონომიკური შეხვედრა და მაშინ გავაჟღერე, რომ თუ ეკონომიკური აქტივობის ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ პროგნოზის გადახედვა მოგვიწევდა და მართლაც ეს განხორციელდა. ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ ძლიერი იყო პირველ კვარტალში. საქსტატმა კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა პირველი კვარტლის ოფიციალური მონაცემები და ამის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა გაზრდილი არის 9.8% -ით. ეს არის ზრდის მიმართულებით გადახედვა იმიტომ, რომ წინასარი შეფასება იყო 9.3%. შემდგომ აპრილის და მაისის წინასწარი შეფასებები არის და ეს არის 7.5%-იანი ზრდა და სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ზრდის მიმართულებით გადაგვეხედა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისთვის. 6.8% გქონდა მანამდე და ახლა უკვე ჩვენი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს უნდა გაიზარდოს 7.5%-ით. ფაქტობრივად, რომ შევადაროთ სხვა ინსტიტუტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდის  პროგნოზი - 7.2%. შევაფასოთ, რამ განაპირობა ეს ეკონომიკური აქტივობა. პირველი კვარტალის მონაცემებზე  დაყრდნობით ჩვენ სექტორულ ჭრილში შეგვიძლია შევხედოთ თუ რომელი სექტორები განსაზღვრავდა ამ ზრდას და ისევ რჩება დომინანტურ პოზიციაზე ის სექტორები, რომელიც 2024 წელს დომინირებდა. ეს არის  ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლება, ტრანსპორტი, ვაჭრობა, საფინანსო სექტორი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იმ დარგების კიდევ უფრო გააქტიურება, რომელსაც საგადასახადო შეღავათები აქვთ და შესაბამისად ამიტომაც არის, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია და ეს საგადასახადო შემოსავლებში მეტ-ნაკლებად არ ჩანს. ეს განპირობებული არის იმით, რომ სწორედ იმ დარგებზე არის კონცენტრირებული ეკონომიკური აქტივობა, რომელსაც გარკვეული შეღავათები აქვთ. მაგალითად, ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგი. მაგალითად, კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსით, მას 20%-ის ნაცვლად აქვს 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, ეს მათთვის სტიმულია და თუ შევხედავთ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საგადასახდელო ბალანსს, იქ პირველ კვარტალში ინფორმაცია და კომუნიკაციიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, თუ შარშან პირველ კვარტალში 200 მილიონი შემოსავლები მიიღო ამ დარგმა,  წელს 300 მილიონი, ანუ 100 მილიონის ზრდა ეს საკმაოდ სოლიდურია. რაც შეეხება უფრო ანალიტიკური თვალსაზრისითაც, რომ შევხედოთ ჩვენ პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, მოხმარებასთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ  ინვესტიციები  არის საკმაოდ გააქტიურებული. 9,8%-ით, რომ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა აქ ინვესტიციების კონტრიბუცია დაახლოებით 5.4% იყო. ეს პოზიტიურ სიგნალზე მიუთითებს და ზოგადად ინვესტიციები, როდესაც იზრდება, ინვესტიციების ზრდა დაკავშირებულია ქვეყნის პოტენციურ დონესთან. როდესაც ვსაუბრობთ და ვადარებთ პოსტ პანდემიურ პერიოდს პანდემიამდე პერიოდს, ჩვენ ვხედავთ რომ გაზრდილი არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონე და ასევე პროდუქტიულობის ზრდის ტემპი და პირველ კვარტალში ეს კარგად გამოჩნდა.  უფრო თუ ვფოკუსირდებით სამუშაო ძალის პროდუქტიულობაზე მაგალითად, პირველ კვარტალში სამუშაო ძალის  პროდუქტიულობის ზრდის ტემპმა 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ პირველად გადააჭარბა რეალური ხელფასის ზრდის ტემპს. ეს პოიზტიური სიგნალი არის, რაც აისახა ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ის პროგნოზი, რაც ჩვენ გადავხედეთ, ანუ ზრდის მიმართულებით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ რეალისტურია და ასე ვთქვათ პირველი ნახევარი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა გვაქვს წინასარი მონაცემები ივნისთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ივნისში უფრო უკეთესი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ვიდრე აპრილში გვქონდა“ - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ბევრი ფუნდამენტური ფაქტორია.

„ჩვენ ვუყურებთ სავალუტო შემოდინებებს და სავალუტო შემოდინებების რიცხვი პირველ ნახევარში საკმაოდ სოლიდური იყო. თუ დავაჯამებთ, ავიღებთ ექსპორტს, ავიღებთ ტურიზმს, ავიღებთ ფულად გზავნილებს, დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ პირველ ნახევარში და ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 600 მილიონით არის გაზრდილი. სწორედ ეს 600 მილიონი არის, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზეც პოზიტიურად მოქმედებს და ასევე გაცვლით  კურსზეც.  ტურიზმს თუ დავაკვირდებით,  ტურიზმში საკმაოდ ძლიერი იყო მეორე კვარტალი“, - განმარტავს ქავთარაძე.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

17.07.2025.19:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელების კუთხით სამინისტრო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობენ. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ეკონომიკური კუთხით გატარებული რეფორმების თუ მსხვილი, საკვანძო პროექტების განხორციელების პროცესს. მათ შორის მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე მიმართულება გამოყო: ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობა; საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაზე მუშაობა; შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა; სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულების პროცესი და სხვა. 

„ჩვენ მსოფლიო ბანკთან წარმატებით, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ უკვე არაერთი წელია, რის შედეგადაც მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და არაერთ პროექტი განვახორციელეთ, ან ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. მათ შორის მინდა, გამოვყო  ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია (2023-2030) და მისი 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში მომზადდა და სატრანსპორტო სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კუთხით - იქნება ეს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები თუ ლოგისტიკური დერეფნის გაციფრულების პროცესში გაწეული დახმარება. დღეს ჩვენ თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულების გარშემო ვიმსჯელეთ, დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების, ასევე მსხვილი, სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ - მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესს და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისა და შემდგომი განვითარების ხედვებს. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გურამ გურამიშვილმა და ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა