ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი - ირაკლი კობახიძე
ლარის საიუბილეო წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი, ამასთან ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ამ კუთხით ვართ ლიდერი არამხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად, კონტინენტის მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა.
„გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ, თითქმის, 10 % შეადგინა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან, 3 %-იან მაჩვენებელთან ძალიან ახლოს არის, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხი და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, მოწინავე სამეულშია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვართ ღია ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის.
ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაც დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თავისთავად, ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული თანმიმდევრული პოლიტიკა, მათ შორის, ლარიზაციის პოლიტიკა, ეფექტური მონეტარული და საზედამხედველო მიდგომები.
ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ 2015 წელს დეპოზიტების 70% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი (48%) ლარშია დენომინირებული, რაც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია,“- განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.05.2025.10:26
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. აღნიშნული განპირობებულია სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს, ჯანსაღი საბანკო სექტორისა და ზომიერი სახელმწიფო ვალის მაჩვენებლით.
სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდილია, კონკრეტულად Fitch 2025 წელს 5.6%-იან, ხოლო 2026 წლის 5.2%-იან ზრდას მოელის. წინა შეფასებით კი 2025 – 5.3%, 2026 – 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული.
Fitch აღნიშანავს რომ საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა ნარჩუნდება, რაც იანვარ - აპრილის 8.8%-იანი ზრდით გამოიხატა, რაც მათ შორის განპირობებულია მომსახურების სექტორის ძლიერი მაჩვენებლებით. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის აზრით, პოტენციური ზრდა გამოწვეულია ინვესტიციებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის და სამშენებლო დარგებში.
მიმოხილვის მიხედვით, იმის მიუხედავდ რომ შიდა მოთხოვნა ძლიერია, ინფლაცია 2024 წელს სებ-ის მიზნობრივ 3%-ს ქვემოთ შენარჩუნდა. Fitch-ის პროგნოზით, 2025-26 წლებში ინფლაცია საშუალოდ 3.2% იქნება.
Fitch-ის პროგნოზით, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა 2025-26 წლებში მშპ-ს საშუალოდ 3.8%-მდე მოხდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის აპრილში 4,52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Fitch მოელის, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო შესყიდვებს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ შემდეგ განახლებას 21 ნოემბერს გამოაქვეყნებს.