მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7119.7
0.0015
flag
AZN 1.6057
-0.0006
flag
CNY 38.005
-0.0029
flag
EUR 3.1189
0.0003
flag
GBP 3.6858
-0.0184
flag
KZT 53.71
-0.0001
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7306
-0.0005

ეკონომიკური ფორუმის მეოცე დისკუსია ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გახსნა

news image

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ეკონომიკური ფორუმის მეოცე დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა" იყო.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, იმ სტრუქტურულ რეფორმებზე და იმ ეკონომიკურ მიმართულებებზე, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს ქვეყანაში. დღეს საქართველოს ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის ეკონომიკური ზრდა მიიღწევა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა სრულად ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, დაბალი ვალის დონეს, დაბალი დეფიციტის დონეს, დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელს და მიზნობრივ მაჩვენებელთან ძალიან ახლოს მყოფ ინფლაციას. ამ მიმართულებით საქართველო არის ძალიან გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

„ძალიან საინტერესო ფორუმი გაიმართა. ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოლიტიკაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. ასევე მიმართული იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომელიც გვქონდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ არსებობს კონკრეტული ეკონომიკური სექტორები, მაგალითად როგორიც არის ტურიზმი, როგორიც არის ენერგეტიკა, როგორიც არის IT ტექნოლოგიები, როგორიც არის ლოგისტიკა და ტრანსპორტი, სადაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის ეკონომიკის განვითარების და ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკა მიმართული იქნება სწორედ ამ სექტორების განვითარებისკენ, რომლებიც შემდეგი 4 წლის განმავლობაში ზრდის მნიშვნელოვანი ძრავი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განმარტა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს დღევანდელი ფორუმისთვის, რადგანაც ასეთი ფორუმები არის კარგი საშუალება დისკუსიის, აზრთა გაცვლის, შემდეგი პერსპექტივების დანახვის, რომელიც როგორც ბიზნესს ასევე სახელმწიფოს ხელს უწყობს შემდეგი კიდევ უფრო ეფექტური განვითარების, სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. ამიტომ რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, სტუმრებს, სპიკერებს, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გამართეს დღეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ საკითხებზე, გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა ორბი ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.

„დღეს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა მეოცე დისკუსია. წლის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მაღალი რანგის დისკუსიაა ბიზნესისა და ხელისუფლების ლიდერებს შორის. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დეტალურად და ვრცლად მიმოიხილა ქვეყნის საფინანსო პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები, ფისკალური პოლიტიკა, ისევე როგორც შეეხო ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. ფინანსთა მინისტრმა ძალიან დეტალურად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ბიზნესისა და ხელისუფლების კომუნიკაციაზე. დისკუსია წარიმართა საქართველოს პარლამენტის ჩართულობით, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის აქტიური მონაწილეობით. დღევანდელ დისკუსიაზე ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად გახსნილია ხელისუფლება ბიზნესთან დიალოგისათვის და ასევე რამდენად მზად არის ხელისუფლება გადაჭრას და იმუშაოს იმ საკუთხებთან მიმართებაში, რომელიც არის აქტუალური, რომელიც არის გამოწვევა და რომელიც არის იმავდროულად ახალი შესაძლებლობა ბიზნესთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის

10.06.2025.19:00

იტალიაში ექსპორტი თითქმის 101%-იან ზრდას უჩვენებს, ხოლო იმპორტი 1%-იან მატებას. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიაში 25,449.67 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,669.98 ათასი დოლარის. ზრდა 100.9%-ის დონეზეა. საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მილებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 31%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 7,842.74 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 6,436.64 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 5,955.05 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 2,633.63 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 913.14 ათასი დოლარი;
  • მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იტალიიდან იმპორტი გაზრდილია.

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიიდან 137,434.94 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 135,835.19 ათასი დოლარი. ზრდა 1,2%-ის დონეზეა.

იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 10,801.21 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 10,280.06 ათასი დოლარი;
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 4,707.68 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 3,875.65 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,724.31 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა