ეკონომიკური ფორუმის დისკუსიებში აქტიურად არის ჩართული ჩვენი კერძო სექტორი და ბიზნეს საზოგადოება - ლევან დავითაშვილი
„ეკონომიკური ფორუმის ფორმატი ყოველთვის ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებთან ერთად გვეძლევა საშუალება ეკონომიკის აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ“, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფორუმი ეხებოდა საინვესტიციო კლიმატს.
„ასევე, დისკუსიებში აქტიურად ჩართულია ძალიან ჩვენი კერძო სექტორი და ბიზნეს საზოგადოება და აქედან გამომდინარე ყველა მსჯელობა, ყველა თემატურ საკითხზე არის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. ასევე, დღესაც ფორუმი ეხებოდა საინვესტიციო კლიმატს, საინვესტიციო გარემოს, როგორც უცხოურ ინვესტიციებს, ისე ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერმა დღეს ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 5 - 9 ოქტომბერი
05.10.2026.02:15
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 5 - 9 ოქტომბრის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
7 ოქტომბერი | მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)
9 ოქტომბერი | დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2025 წელი)
9 ოქტომბერი | მედიანური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით (2025 წელი)
9 ოქტომბერი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
სებ-ის კალენდარი
7 ოქტომბერი | ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები
9 ოქტომბერი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა
9 ოქტომბერი | RTGS - ის სტატისტიკა