ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაზე გამოიკვეთა, რომ ეკონომიკის ზრდასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვას ალტერნატივა არ აქვს - „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი
ბიზნეს აქტივობა გულისხმობს არამხოლოდ არსებული გამოწვევებისადმი მდგრადობას და გამკლავებას, არამედ მოლოდინების მართვას როგორც მომხმარებლების ასევე ბიზნესის მხრიდან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ფორუმის მე-17 დისკუსიას დაესწრო.
მისი თქმით, საქართველო დახურული ეკონომიკის მქონე ქვეყანა არ გახლავთ და გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა მასზე მყისიერად აისახება
„პირველ რიგში დიდი მადლობა ეკონომიკური ფორუმის მესვეურებს ამ ძალიან საინტერესო, პანელური დისკუსიის ორგანიზებისთვის, რომელიც ეხებოდა რეგიონულ პოლიტიკას, ეკონომიკურ ზრდასა და ხელისუფლების როლს. ძალიან მიხარია, რომ "იელთი ჯგუფი" ვიყავით წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე. მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, რომელიც დღეს გაჟღერდა და ძალიან აქტიური იყო ეს არის, რომ ეკონომიკის ზრდასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვას ალტერნატივა არ აქვს და ამ კონტექსტში იყო მოწვეული ასევე ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც თავის მხრივ განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე და განათლების სფეროს ბიზნესთან თანხვედრაზე ისაუბრა. ასევე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციები, ციფრები სხვადასხვა მიმართულებით.
ეკონომიკის მიმართულებით სად რა ზრდა ფიქსირდება, რა მაჩვენებლები გვაქვს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარემაც თავის მიმოხილვაში ძალიან აღნიშნა, რომ საარჩევნო წლის დასრულების შემდეგ საარჩევნო დაპირებების განხორციელების პერიოდი იწყება, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოგეხსენებათ, რომ ბიზნეს აქტივობა გულისხმობს არამხოლოდ არსებული გამოწვევებისადმი მდგრადობას და გამკლავებას, არამედ მოლოდინების მართვას როგორც მომხმარებლების ასევე ბიზნესის მხრიდან. ამაზე იყოს საუბარი რა საპროგნოზო მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არ გახლავთ დახურული ეკონომიკური მოდელის ტიპის ქვეყანა, ღია ტიპის ქვეყანა ვართ და რეგიონალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა მყისიერად აისახება ჩვენზე და ძალიან სენსიტიურები ვართ ამ კუთხით. თუმცა ეს დადებით კონტექსტში უნდა გამოვიყენოთ და იმ გამოწვევებს ძალიან მყისიერად უნდა ვუპასუხოთ და გავუმკლავდეთ.
აქ ასევე გაჟღერდა და საუბარი იყო, რომ ბიზნესი ქმნის დოვლათს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დრო, თუ რა დროში ვახორციელებთ ამ დოვლათის შექმნას. იმ მრავალ გამოწვევას და ფაქტორს შორის რაც აქ გაჟღერდა ჩვენი კომპანიისთვისაც აქტიურია. ეს არის ეროვნული ვალუტის კურსი, მისი მერყეობა, სტაბილურობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს. კვალიფიციური სამუშაო კადრების მიწოდება. ჩვენ ჰოლდინგში მოგეხსენებათ არამხოლოდ სამშენებლო მიმართულებით ვსაქმიანობთ, არამედ გვაქვს ე.წ ჰოსფითალითის მიმართულება, სასტუმრო-მასპინძლობის სფერო, ტურიზმის სფერო.
აპარტამენტების მართვას ვახორციელებთ საერთაშორისო მმართველი კომპანიების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ეს გამოწვევები პირდაპირ აისახება ჩვენზეც. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენს საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობით სასტუმრო La Quinta by Wyndham გავხსენით, რომლის ოფიციალურ, გრანდიოზული გახსნის ცერემონია 1 თვეში გველოდება. თუმცა უკვე ფუნქციონირება დაიწყო და სეზონის წინ ჩვენი განაცხადი უკვე დავაფიქსირეთ.
იმ გამოწვევებს შორის რაზეც დისკუსიაზე იყო საუბარი და რომელიც კვალიფიციურ კადრებს ეხება, რა თქმა უნდა ეს ჩვენს კომპანიაზეც აისახება. რასაც ხაზი მინდა გავუსვა არის ის, რომ მდგრადი განვითარება, სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია და არამხოლოდ ეს მყისიერი რეაგირებები, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები, რადგან ბიზნესის ხმა იქნება შესმენილი და მოსმენილი“, - აღნიშნა „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.
2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.08.2025.15:15
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა. სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. ამასთან, სააგენტოს შეფასებით ქვეყნის ზომიერი სახელმწიფო ვალის დონე, ძირითადად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან (IFIs) დროული შეღავათიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ასევე მხარს უჭერს რეიტინგს.
სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მყარი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი იყო, ხოლო სავალუტო რეზერვების მოცულობა გაიზარდა.
სარეიტინგო სააგენტო S&P-მ შესაძლებელია მოახდინოს რეიტინგის დადებითად გადახედვა მომდევნო 12 თვის განმავლობაში, თუკი საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები გადააჭარბებს მათ ამჟამინდელ მოლოდინებს და შემცირდება პოლიტიკური გაურკვევლობა.
,,2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკა კვლავ აფიქსირებს 8.3%-იან ზრდას წლიურად, რაც ძირითადად კერძო მოხმარებით არის განპირობებული. სექტორულ ჭრილში მიღწეული მაჩვენებლები ფართომასშტაბიანი იყო, რომელი თვალსაზრიისთაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმი; ტრანსპორტი; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მშენებლობა - რაც ასახავს მომსახურებისადმი მდგრად მოთხოვნას. მოსალოდნელზე ძლიერი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედეთ სრული 2025 წლის ზრდის პროგნოზს 7.1%-მდე. თუმცა, ჩვენ ველით, რომ ზრდა შენელდება 5.2%-მდე 2026 წელს და 4.7%-მდე 2027 წელს", - წერს სარეიტინგო სააგენტო S&P.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები შედარებით გონივრულია რეგიონულ კონტექსტში, რასაც მხარს უჭერს წარსული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
გარდა აღნიშნულისა, სარეიტინგო სააგენტო S&P 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს: ,,2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სრულად პროპორციული სისტემით - „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.9% მოიპოვა; ხოლო 2024 წლის დეკემბერში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, 300-წევრიანი ამომრჩევლის კოლეგიიდან 224 ხმით აირჩიეს ", - აღნიშნულია რელიზში.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს თქმით, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, გონივრულ ფისკალურ მართვასთან ერთად, ხელს უწყობს სახელმწიფო ვალის დაბალი და მართვადი დონის შენარჩუნებას.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარული პოლიტიკის კურსს. ,,ნეტო შესყიდვებმა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა ბოლო თვეებში, რასაც ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებულმა მყარმა შემოსავლებმა და უწყვეტმა ფინანსურმა ნაკადებმა", - აღნიშნავს S&P.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინით ინფლაცია პიკს წლის ბოლოს მიაღწევს და 2025 წლის საშუალო მაჩვენებელი 3.7%-ს გაუტოლდება - ამ ტრაექტორიის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს 8%-ზე შეინარჩუნებს.