ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი გოჩა კამკია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ეკონომიკური ფორუმი ძალიან კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან, ბიზნეს წრეებთან უშუალო და პირდაპირი დიალოგისთვის.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებისთვის წარგვედგინა ის ხედვები, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, ასევე ის მიმდინარე პროექტები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. ამავდროულად, ახალი ხედვები, რომელიც გაგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მდგრად და სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ფორუმი იყო. ბიზნესთან ღია საუბარი გვქონდა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთა სტრატეგიული ეკონომიკური სექტორები, რომლებიც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ათი ათასობით სამუშაო ადგილებს შექმნის. ასეთი სექტორებია ენერგეტიკის ნაწილში, ასეთი სექტორებია ლოგისტიკა, ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე დეველოპმენტი და სამშენებლო სექტორი. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს განათლების სექტორმა იმისთვის, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელთა წარმატებული ინტეგრაცია მოხდება ქართულ ეკონომიკაში. საერთო ჯამში, ასეთი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გვესმოდეს ბიზნესის შესაძლებლობების, ასევე გვესმოდეს გამოწვევების და შევიმუშაოთ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, ჩვენს ქვეყანაში დოვლათის შექმნას. რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქ, რომ შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ასევე ხაზი გაესვა, იმ მოლოდინებს, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აღნიშნული სექტორები გახდებიან ეკონომიკური ზრდის ძირითადი ძალა და მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ჩვენი შრომითი რესურსის წარმატებით ინტეგრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განმარტა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
„დღეს გაიმართა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფორუმი, სადაც განხილული იქნა საქართველოში ტურისტული პოტენციალი და სტრატეგიული ობიექტების განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში. აგრეთვე, გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, თუ რა პრიორიტეტები ექნება საქართველოს მთავრობას მომავალში. ჩვენის მხრივ მოგვეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მოგვეხდინა ინფორმირება ბათუმის ხელოვნური კუნძულის განვითარების ეტაპებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები. კერძოდ, მიმდინარე წელს, ზაფხულში ვაპირებთ 26 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მიღებას და ორი ულტრათანამედროვე შენობა-ნაგებობის განვითარებას. ჯამური საინვესტიციო პოტენციალით დაახლოებით, 600 მილიონი აშშ დოლარი. რაც შეეხება თავად ფორუმს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ბიზნესსექტორს და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ განიხილონ ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, პერსპექტივები და ის მომავლის ხედვები, რომელსაც გეგმავს ეკონომიკური ბლოკი და უნდა იყოს მხარდაჭერილი აგრეთვე ბიზნესის მიერ“, - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გამართა პირველი ფართო შეხვედრა ბიზნეს წრეების, აკადემიურ და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხებოდა ეკონომიკის მინისტრის ძირითად ხედვებს, მთავრობის ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის და დაბალი უმუშევრობის უზრუნველსაყოფად. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, საქართველოს მთავრობის გახსნილობა, პირადად მისი გახსნილობა ბიზნესისადმი. იმავდროულად, ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილებების მიღება რა თქმა უნდა მოხდება უპირატესად ბიზნესთან დიალოგის ნაწილში.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ და კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა პარლამენტის მიერ ეკონომიკური მიმართულებით მიღებულ და მისაღებ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწორედ ამბიციური მიზნების საკანონმდებლო გაძლიერება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ცხადია ეს ყველაფერი წარიმართება კერძო სექტორის ჩართულობის ფონზე.
ხაზი გაესვა მსხვილი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობას. მაგალითისთვის, როგორიც არის ბათუმის კუნძული, რომელიც მართლაც არის მეგაპროექტი. ძალიან სტრატეგიული პროექტი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების სრულფასოვნად განხორციელების გზაზე და მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პროექტების განხორციელების დროს უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, ასევე გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას იმისათვის, რათა ინვესტორებმა იგრძნონ დაცულად თავი და მოახდინონ საკუთარი საქმიანობის პროგნოზირება“, - განაცხადა ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.