ეკონომიკური ფორუმი ძალიან კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან, ბიზნეს წრეებთან უშუალო და პირდაპირი დიალოგისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
„ეკონომიკური ფორუმი ძალიან კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან, ბიზნეს წრეებთან უშუალო და პირდაპირი დიალოგისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის თემა „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი გოჩა კამკია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებისთვის წარგვედგინა ის ხედვები, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, ასევე ის მიმდინარე პროექტები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. ამავდროულად, ახალი ხედვები, რომელიც გაგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მდგრად და სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.