ეკონომიკური ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ბიზნესსექტორს და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ განიხილონ ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, პერსპექტივები და ის მომავლის ხედვები - გოჩა კამკია
ეკონომიკური ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ბიზნესსექტორს და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ განიხილონ ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, პერსპექტივები და ის მომავლის ხედვები, - ამის შესახებ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი იყო.
დისკუსიის თემა „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი გოჩა კამკია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„დღეს გაიმართა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფორუმი, სადაც განხილული იქნა საქართველოში ტურისტული პოტენციალი და სტრატეგიული ობიექტების განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში. აგრეთვე, გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, თუ რა პრიორიტეტები ექნება საქართველოს მთავრობას მომავალში. ჩვენის მხრივ მოგვეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მოგვეხდინა ინფორმირება ბათუმის ხელოვნური კუნძულის განვითარების ეტაპებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები. კერძოდ, მიმდინარე წელს, ზაფხულში ვაპირებთ 26 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მიღებას და ორი ულტრათანამედროვე შენობა-ნაგებობის განვითარებას. ჯამური საინვესტიციო პოტენციალით დაახლოებით, 600 მილიონი აშშ დოლარი. რაც შეეხება თავად ფორუმს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ბიზნესსექტორს და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა უშუალოდ განიხილონ ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, პერსპექტივები და ის მომავლის ხედვები, რომელსაც გეგმავს ეკონომიკური ბლოკი და უნდა იყოს მხარდაჭერილი აგრეთვე ბიზნესის მიერ“, - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.