მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

ეკონომიკურ ფორუმზე ვისაუბრეთ პარლამენტის მხრიდან რა საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა - შოთა ბერეკაშვილი

news image

“ძალიან კარგი ეკონომიკური ფორუმი იყო და ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა ბიზნეს სექტორთან“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიის შემდეგ, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, საკანონმდებლო დონეზე გაკეთდება ყველაფერი, რათა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ვისაუბრეთ სხვადასხვა ინიციატივებზე, მათ შორის იმაზე თუ პარლამენტის მხრიდან რა საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ  საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და ამ მიმართულებით მზად ვართ, რომ საკანონმდებლო დონეზე განვიხილოთ რიგი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში. საკანონმდებლო ნაწილში მზად ვართ, რომ საგადასახადო შეღავათებიც კი შევთავაზოთ ბიზნესს, იმისთვის, რომ შეძლონ წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება, მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის საწარმოო ბაზის განვითარებას და გაძლიერებას“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერმა დღეს ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.  ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

 

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია - ვახტანგ ცინცაძე

16.04.2026.15:05

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

მისი თქმით, სსფ-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანა 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური მიმოხილვის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდის შეფასებით 2021-2025 წლებში, პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და ქვეყანა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით მეოთხე ადგილზეა. აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მიმდინარე ტენდენცია აისახა იმ პროგნოზებშიც, რომლებსაც 2026-2031 წლებისთვის სსფ აქვეყნებს. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდშიც საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.6-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამ ქვეყნების საშუალო მონაცემი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გადააჭარბოს.

„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა