ეკონომიკურ ფორუმზე მინისტრმა გააჟღერა ის გეგმები, რაც მათ აქვთ პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით - დევი ხეჩინაშვილი
ეკონომიკურ ფორუმზე ჯანდაცვის მინისტრმა გააჟღერა ის გეგმები, რომელიც მათ აქვთ პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით, რაც ძალიან საინტერესოა, - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიის დასრულების შემდეგ. დევი ხეჩინაშვილის თქმით, სადაზღვევო მედიცინა არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური საშუალება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის.
„ეკონომიკურ ფორუმზე მინისტრმა გააჟღერა ის გეგმები, რომელიც მათ აქვთ პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით. სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იყო საკითხი დაყენებული, რომ ჩვენი ხედვით სადაზღვევო მედიცინა არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური საშუალება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზების“, - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა.
სხვა სიახლეები
Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა
13.11.2026.13:37
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.
Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.
Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.