მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7040.5
-0.0624
flag
AZN 1.5888
-0.0143
flag
CNY 37.626
-0.0391
flag
EUR 3.1553
-0.0317
flag
GBP 3.6607
-0.0427
flag
KZT 49.86
-0.008
flag
TRY 0.066
-0.0008
flag
USD 2.701
-0.0253

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას ქალაქ წყალტუბოში სასტუმროების მშენებლობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია, თითქოს  წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს ყოფილი სანატორიუმების პრივატიზაციაზე. სააგენტო მუდმივად ახორციელებს ინფორმაციის გაზიარებას პოტენციურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და  ხელმისაწვდომია. 

ზემოთ აღნიშნული ცილისწამებლური განცხადების საპირისპიროდ წარმოგიდგენთ, დღეის მდგომარეობით, საინვესტიციო პირობებით გასხვისებულ 6 ყოფილ სანატორიუმს:  „მეტალურგი“, „ივერია“, „თბილისი“, „უშიშროება“, „სამგურალი“ და „წყალტუბო“, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა აღემატება 51 მილიონ ლარს. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია "ცივი ტბის" რეაბილიტაცია, ასევე  წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მიმდინარეობს ქალაქის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. იგეგმება ახალი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. ამასთანავე, ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია და დამტკიცებულია საკრებულოს მიერ 2021 წლის N90 განკარგულებით. ასევე შემუშავებულია წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის პროექტი. პროექტი დასრულებულია და გადაცემულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის დასამტკიცებლად.

დამატებით გაცნობებთ, რომ სააგენტო აქტიურად განიხილავს წინადადებებს წყალტუბოში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის თაობაზე“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია - დავით სონღულაშვილი

15.08.2025.18:23

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებს და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა.

„ყველა იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს. დღეს სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით.

ვფიქრობ, ასეთი უშუალო, პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, მაქსიმალურად ოპერატიულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის,  მიმდინარე პროგრამებში შევიტანოთ საჭირო ცვლილებები, შევიმუშაოთ ახლებური მიდგომები, თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრი შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმაში, შპს „გეო ფლაუერსის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმოში და შპს „წიფორა-სამცხეში“ მიმდინარე წარმოების პროცესებს გაეცნო. 

„უკვე ათეულ წელზე მეტია, წარმოების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს. ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია.  სახელწიფო პროგრამები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. შესაბამისად, წარმატებული შედეგი გაცილებით მოკლე დროშია მიღწევადი. სახელწიფო მხარში უდგას მეწარმეს საქმიანობის ყველა ეტაპზე. წარმატების მაჩვენებელია სულ უფრო მეტი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მეტი ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და მზარდი ექსპორტი. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბორჯომსა და ახალციხეში შევხვდით სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყების თანამშრომლებს - დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ყველა ასეთი შეხვედრის მიზანია გამოწვევების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციის უშუალოდ თანამშრომლებისგან მიღება. მათი სამუშაო პირობები - ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა არის აუცილებელი პირობები იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც თითოეულ სამსახურს აკისრია. ამ სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება კი, ქვეყნის განვითარების და წინსვლის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა