მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7076.5
-0.0217
flag
AZN 1.5959
-0.0042
flag
CNY 38.096
-0.01
flag
EUR 3.1672
-0.0042
flag
GBP 3.6463
-0.0076
flag
KZT 50.2
0.0021
flag
TRY 0.0651
-0.0001
flag
USD 2.713
-0.0071

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორეის ელჩს ჰიონდუ კიმის შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორეის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰიონდუ კიმს შეხვდა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, სამოქალაქო ავიაცია, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა და სხვ.

მინისტრმა დადებითად შეაფასა კორეის მხარესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (EPA) ტექსტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა შედგება შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ. ხაზი გაესვა, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არა მხოლოდ გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს, არამედ ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე მოლაპარაკებებს ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 19 ნოემბერს თბილისში კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისი გაიხსნება, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ჩარტერული რეისების შესრულებამ ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადების ზრდას - 2024 წელს კორეის რესპუბლიკიდან ვიზიტორების რაოდენობა 79 პროცენტით, 2025 წლის ორ კვარტალში კი 15 პროცენტით გაიზარდა.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ესპანეთში ექსპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს

07.10.2025.17:00

საქართველოდან ესპანეთში ექსპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 35 767.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22 051.3 ტონა. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია. სწორედ სასუქებზე მოდის ესპანეთში ექსპორტის 29%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 10 530.1 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 10 008.2 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 9 113.7 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1 573.0 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 766.1 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ესპანეთიდან იმპორტს 24%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2025 წლის 8 თვეში საქართველომ 166 843.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა ესპანეთიდან, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 134 219.1 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს: 

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 13 469.8 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 13 239.3 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 6 842.3 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 6 235.9 ათასი დოლარი;
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 5 755.4 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა