მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გახდა

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილი დღემდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი, მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო გამოცდილება:

2024 წლის 30 ნოემბრიდან დღემდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

2024 წლის ნოემბრიდან - XI მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი

2021 წლის მაისიდან - 2024 სექტემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

2020 წლის 11 დეკემბრიდან - 2021 წლის მაისამდე - საქართველოს პარლამენტის წევრი (2020 წლის 17 დეკემბერიდან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2020 წლის 17 დეკემბრიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; 2021 წლის 5 იანვრიდან ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა - საპარლამენტო დელეგაციის წევრი; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა - საპარლამენტო დელეგაციის წევრი; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა - საპარლამენტო დელეგაციის წევრი; 2021 წლის 21 იანვრიდან პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; 2021 წლის 18 თებერვლიდან საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს; ამერიკის შეერთებული შტატების; ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის; კატარის სახელმწიფოს; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს; ესპანეთის სამეფოს; ლიბანის რესპუბლიკის; მაროკოს სამეფოს; პოლონეთის რესპუბლიკის; თურქეთის რესპუბლიკის; საუდის არაბეთის სამეფოს; საფრანგეთის რესპუბლიკის; ინდოეთის რესპუბლიკის; ქუვეითის სახელმწიფოს; შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი) 

2019 წლის თებერვალი - 2020 წლის სექტემბერი - სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

2014 წლის სექტემბერი - 2019 თებერვალი - ტუროპერატორი კომპანიის „ვოიაჟერი“გენერალური დირექტორი / ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი საქართველოში

2012 წლის თებერვალი - 2014 სექტემბერი - სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე

2010 - 2012 იანვარი - „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის - საქსტატი

30.07.2025.19:00

2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი. 

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები). 


ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა