ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ - ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას და ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის 150-გვერდიანი ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, თუმცა მასში არ არის ასახული ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდა სამთავრობო უწყებების მიერ და საუბარია ძირითადად სამთავრობო უწყებების მიერ გასული 12 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე.
ირაკლი კობახიძემ 2024 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, შესაბამისად მოხერხდა იმ ტენდენციის შენარჩუნება, რომელიც არსებობს 2021 წლიდან.
„2025 წელსაც, იანვარ-აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს. მაისის წინასწარი მონაცემებიც არის ძალიან კარგი და შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ მივაღწევთ ბიუჯეტის პროექტში ასახულ ნიშნულს, არამედ გადავაჭარბებთ მას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7,2%-მდე და ვფიქრობთ, სავსებით რეალურია არა მხოლოდ ამ ნიშნულის მიღწევა, არამედ ამ გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.