მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.5
-0.0026
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 37.761
0.0032
flag
EUR 3.1575
0.0083
flag
GBP 3.6411
0.0101
flag
KZT 50.35
0.0026
flag
TRY 0.0652
-0.0001
flag
USD 2.6925
-0.0005

ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო ღონისძიებაში „ასტანას ფინანსური დღეები“ მიიღო მონაწილეობა

news image

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის (AIFC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „ასტანას ფინანსური დღეები 2025“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე მიქაბაძემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისეთი მიმართულებებისთვის, როგორებიცაა: გადახდის სისტემები, ფინანსურ ტექნოლოგიები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ინოვაციური ფინანსური სერვისები.

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მარეგულირებელი და საზედამხედველო პრაქტიკის ჰარმონიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ბაზარი ფუნქციონირებს საერთაშორისოდ აღიარებულ ისეთ პრინციპებთან შესაბამისობაში, როგორებიცაა - სამართლიანობა, გამჭვირვალობა და კანონმდებლობის აღსრულება.

„ვფიქრობ, თუ ვიმოქმედებთ საერთო პრინციპების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვარეგულირებთ ფინანსურ სექტორს, როგორ ვახორციელებთ პრუდენციულ ზედამხედველობას და როგორ ვიცავთ ინვესტორთა უფლებებს, ეს ხელს შეუწყობს ფინანსური სერვისების მიწოდებას საზღვრებს მიღმა და სარგებელს მოუტანს ყველა ჩართულ მხარეს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.


ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის (AIFC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიება 2018 წლიდან ტარდება და ამ დროის განმავლობაში რეგიონში ფინანსური ინოვაციების, ინვესტიციების მოზიდვისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ - ინგა ფხალაძე

09.09.2025.12:44

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ. ჩვენ, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, განვაგრძობთ პარტნიორობის გამყარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რათა შევძლოთ საიმედო ენერგეტიკული ცენტრის როლის კვლავ გაგრძელება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ორგანიზებით მიმდინარეობს. 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. „ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ქსელის საიმედოობის გამოწვევებთან გამკლავება რთულია რეგიონული თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების გარეშე. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი რეგიონული ენერგოსისტემის განვითარება," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსთვის ენერგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველია, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საყრდენიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მწვანე ენერგიას ეხება, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგების მთავარი წყარო და ძირითადი შიდა ენერგეტიკული რესურსია. „ჩვენი პოლიტიკა მუდმივად იხვეწება მწვანე ენერგიაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ახალი პროექტების განვითარებასთან ერთად, ჩნდება ჩვენი ქსელების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გამოწვევა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების პარალელურად, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის შემდეგ, ფორუმის მონაწილეებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი მიესალმა.

ფორუმში მონაწილეობენ დანიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები, (Energinet, TEIAS, Azerenerji, Electro Power Systems Operator, Moldelectrica Transelectrica) კანადური ენერგეტიკული კომპანიების - „PSCAD" და „RTDS Technologies" და დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს CIGRE-ს ექსპერტები. ასევე Schweitzer Engineering Laboratories (SEL), ბათუმის საზღვაო აკადემიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა