მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

ეკატერინე მიქაბაძემ „ალმას“ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ კომპანია „ალმას“ მიერ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, შედეგად კი ბოლო წლებში პრაქტიკულად გაორმაგდა კაპიტალის ბაზრის ზომა, რაშიც ეროვნული ბანკის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„შპს „ალმას“ მიერ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის. აღსანიშნავია, რომ შპს ალმა პირველი სარეკლამო კომპანიაა, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების გამოშვება დაიწყო, შესაბამისად კაპიტალის ბაზარი უფრო მრავალფეროვანი ხდება სექტორული თვალსაზრისით. ახალი დებიუტანტის დამატება თავისთავად კაპიტალის ბაზრის ნდობის ერთმნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

წელს საკმაოდ აქტიურად ვითარდება საქართველოში სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზარი,  დაახლოებით 325 მილიონი ლარი განთავსდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ასეთი აქტიურობა გაგრძელდება და საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.

ასევე ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საზედამხედველო ჩარჩო სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და ევროკავშირის ყველა დირექტივა ამ მხრივ იმპლემენტირებულია, ეს კი კაპიტალის ბაზრის მიმართ როგორც ინვესტორების, ისე ემიტენტების მხრიდან ნდობას ზრდის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.

გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია „ალმამ“ სადებიუტო ობლიგაციები „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

06.08.2025.10:58

2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 6.1 პროცენტით.

მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.4 პროცენტით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 7.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.7 პროცენტით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9 პროცენტით.

2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 1.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.4 პროცენტით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა