მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა

news image
mbc image

EBRD-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD-ის შეფასებით რეგიონში საქართველოს გარდა 5.5%-ით გაიზრდება სომხეთის ეკონომიკაც.

„საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის სამ კვარტალში წლიურად 7.7 პროცენტით გაიზარდა. ზრდა ძირითადად მომსახურების სექტორებმა უზრუნველყვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT)-მა, განათლებამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ შეიტანეს​. შიდა მოთხოვნას მხარს უჭერდა ხელფასების ზრდა და დაკრედიტების მაღალი ტემპი”, - წერს EBRD-ი.

EBRD-ს პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს

  • აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,0% (წინა პროგნოზი შემცირდა -0.5%-ით)
  • მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი  3,0% (წინა პროგნოზი შემცირდა -0.8%-ით)
  • უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5% (წინა პროგნოზი შემცირდა -2.5%-ით)

საერთო ინფლაციამ 2025 წელს ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა და საშუალოდ 3.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად  8.0 პროცენტზე შეინარჩუნა, ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაბრუნების მოლოდინით.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო ოთხი კვარტლის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის 5.2 პროცენტიდან (მშპ-ს მიმართებით) 2025 წლის მესამე კვარტალში 3.5 პროცენტამდე შემცირდა.

ოფიციალური სავალუტო რეზერვები 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული 4.1 მილიარდი აშშ დოლარის მაჩვენებლიდან 2025 წლის დეკემბერში 6.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

რეალური მშპ-ის ზრდა EBRD-ის მიერ 2026 წელს 5.5 პროცენტით, ხოლო 2027 წელს 5.0 პროცენტით არის პროგნოზირებული.

„უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს“, - აღნიშნულია EBRD-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე

22.10.2026.22:08

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.

სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.

რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.

ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.

ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა