EBRD-ის მიდგომა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს, არამედ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს გრძელვადიან მდგრადი განვითარების მიზნებთან - ექსკლუზიური ინტერვიუ
Business Insider Georgia-მ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურ დირექტორთან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა.
„2025 წელს საქართველოში EBRD-ის წლიური ინვესტიციების მოცულობა თითქმის 350 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც მოიცავს კერძო სექტორში განხორციელებულ 12 პროექტს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა განაცხადა.
მისი თქმით, ინვესტიციები მოიცავს სექტორების მრავალფეროვან სპექტრს ფინანსური ინსტიტუტებიდან და წარმოებიდან დაწყებული, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩათვლით მზარდი წილით მწვანე პროექტების მიმართულებით.
„ფაქტობრივად, ბოლო წლებში ჩვენი კერძო სექტორის ინვესტიციების ნახევარზე მეტი მიმართული იყო კლიმატურ მდგრადობაზე, განახლებად ენერგიაზე და ენერგოეფექტიანობის ინიციატივებზე. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს, არამედ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს გრძელვადიან მდგრადი განვითარების მიზნებთან.
საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 1992 წლიდან დღემდე, EBRD-მა ქვეყანაში 5.7 მილიარდ ევროზე მეტი დააბანდა 300-ზე მეტ პროექტში, რაც ბანკს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორად აქცევს“ აღნიშნა ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კივის იმპორტს ახდენს
29.12.2025.13:00
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 1 337.6 ათასი დოლარის ღირებულების კივი იყიდა. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანაში კივის იმპორტმა 1 941.3 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კივის იმპორტი 2 192.7 ტონა იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში ქვეყანაში კივის იმპორტი 11%-ით არის შემცირებული.
საქართველოში იმპორტირებული კივის ყველაზე დიდი წილი ირანზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კივის იმპორტს ახდენს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 2 443.6 ტონა კივი იყიდა, 2023 წელს კი 2 684.2 ტონა.