მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

Eagle Hills-სთან გაფორმებული ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე

news image

Eagle Hills-სთან გაფორმებული ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი არის უპრეცედენტო ქვეყნისთვის, საუბარია 6,5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე.

„ამ მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება პირობებს, ხელშეკრულების პირობებში მაქსიმალურად არის ასახული სახელმწიფოს ინტერესები. მადლობა მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები ასახულიყო ამ ხელშეკრულებაში და ეს 33 პროცენტიც ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა. რაც შეეხება ვალდებულებებს, ვალდებულებები არის ორმხრივი, მაგრამ ჩვენ არ შევდივართ არც ერთ ისეთ ვალდებულებაში, რომელმაც რაიმე რისკი შეიძლება, შეუქმნას ჩვენს ქვეყანას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებს, პირიქით, ეს ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 10 - 14 ნოემბერი

10.11.2025.01:26

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 10 - 14 ნოემბრის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

10 ნოემბერი | გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2025 წლის III კვარტალი)

10 ნოემბერი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2025 წლის ოქტომბერი)

11 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „ქალი და კაცი საქართველოში 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)

13 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2025 წლის ოქტომბერი)

14 ნოემბერი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

14 ნოემბერი | საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძის გამოკვლევის შედეგები (2024 წლის ბოლოსათვის)

14 ნოემბერი | ბიზნეს დემოგრაფიის მაჩვენებლები (2024 წელი)

14 ნოემბერი | რესურსებისა და გამოყენების ცხრილები მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული)

14 ნოემბერი | მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოების, დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით; ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2024 წლის წლიური, დაზუსტებული)

14 ნოემბერი | დანახარჯებისა და გამოშვების ცხრილი მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული)

სებ-ის კალენდარი

10 ნოემბერი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა