Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის - ირაკლი კობახიძე
Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში.
„ჩემთვის პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში და გავცე პასუხი იმ აქტუალურ შეკითხვებს, რომელიც დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან თემასთან. ამ თემების მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ფორმატშიც გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეკითხვის ავტორებს ამ ორი თემის წინ წამოწევისთვის. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, რომ დისკუსიის ფარგლებშიც, ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ ორივე საკითხთან დაკავშირებით. შევეცდები, მაქსიმალურად ამომწურავად გავცე პასუხი თითოეულ დასმულ შეკითხვას.
პირველ რიგში, შევეხები თემას, რომელთან დაკავშირებითაც გაშლილია ფართო პოლიტიკური დისკუსია. ერთი შეკითხვის ფარგლებშია დასმული რამდენიმე ქვე შეკითხვაც, რომელსაც სათითაოდ გავცემ პასუხს.
რაც შეეხება ხელშეკრულების არსს და შინაარსს, ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე - ეს არის საქართველოს მთავრობა, ქართული სახელმწიფო და მეორე მხარეს არის კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიაა. საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს წილი საერთო კომპანიაში არის 33,3%, ხოლო Eagle Hills-ის წილი არის 66,7%. რაც შეეხება ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაციას, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. ამ კომპანიას უწუნებენ რეპუტაციას, თუმცა, ამ თემის შესახებ მე ხშირად მისაუბრია უცხოელ ბიზნესმენებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და ყველა გამოხატავს განსაკუთრებულ ინტერესს ამ ინვესტიციის მიმართ. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში. ამას აქვს კონკრეტული მიზეზი - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო. შესაბამისად, Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე - ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე
26.11.2025.13:08
განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც განაშენიანების გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება.
„რაც შეეხება უშუალოდ განაშენიანებას, რაც საინტერესო საკითხია საზოგადოებისთვის, უშუალოდ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება, როგორი იქნება სამშენებლო პროექტი. რა თქმა უნდა, შესაბამისი გეგმა, განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც შემუშავდება განაშენიანების კონკრეტული გეგმები, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა შენდება. ამან უნდა გაიაროს საკრებულოს პროცედურები, საჯარო განხილვები და ა.შ. შესაბამისად, ის თუ რა აშენდება და როგორ აშენდება იქნება საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი მოგვიანებით, როდესაც უკვე ეს გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად,"- აღნიშნა პრემიერმა.