Eagle Hills-ის პროექტს განხორციელების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოაქვს წელიწადში საშუალოდ 700 მილიონი ლარი, რასაც დადებითი წვლილის შეტანა შეუძლია საბიუჯეტო პროექტების განხორციელებაში - ირაკლი კობახიძე
Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში შევა დაახლოებით 5 მილიარდი ლარი, რაც 10 წელიწადზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის წელიწადში 500 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დივიდენდის სახით სახელმწიფო მიიღებს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს.
„რაც შეეხება გადასახადებს, აქაც მინდა, განვმარტო, ის, რაც საზოგადოებას განვუმარტეთ - სხვადასხვა გადასახადიდან, ეს არის მოგების, დამატებითი ღირებულების, საშემოსავლო გადასახადი - ძირითადად ეს სამი სახეობა, სახელმწიფო ბიუჯეტში შევა პროექტის განხორციელების განმავლობაში დაახლოებით 5 მილიარდი ლარი, რაც 10 წელიწადზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის მაქსიმალური ვადა, გამოდის წელიწადში 500 მილიონი ლარი. წელიწადში ნახევარი მილიარდი ლარი მარტო ამ პროექტიდან დაემატება ჩვენს ბიუჯეტს. დივიდენდს რაც შეეხება, როგორც უკვე ითქვა, დაახლოებით 2 მილიარდ ლარს ველოდებით, ეს არის თავად კომპანიის გაანგარიშებაც, ჯამური ამონაგები იქნება სუფთა, წმინდა მოგება 6 მილიარდი ლარი, საიდანაც სახელმწიფოს დარჩება ერთი მესამედი, ანუ დაახლოებით 2 მილიარდი ლარი, რაც ასევე 10 წელიწადზე მაქსიმალურზე გაანგარიშებით არის წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარი.
მარტო ერთ საინვესტიციო პროექტს ბიუჯეტში შემოაქვს წელიწადში საშუალოდ 700 მილიონი ლარი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რამხელა დადებითი წვლილის შეტანა შეუძლია ამ შენატანს საბიუჯეტო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ჩვენი სოციალური პროექტების დაფინანსებაში და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი - ირაკლი კობახიძე
სხვა სიახლეები
Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი - ირაკლი კობახიძე
26.11.2025.13:28
Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, ეს არის კომპანია Eagle Hills-ის მიდგომა.
„ისინი ოპერირებენ ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით და ისინი გეგმავენ დააკონტრაქტონ სწორედ ქართული კომპანიები და შესაბამისად, ქართული კომპანიები მაქსიმალურად დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს პროექტების განხორციელების დროს. ეს პრაქტიკა თავის წვლილს შეიტანს ბიზნესსექტორის განვითარებაში საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.