მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

Eagle hills-ის პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, დავის შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი - ირაკლი კობახიძე

news image

„იგლ ჰილსის" პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში, დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის - საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია იგლ ჰილსს შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, რაც მიღებული პრაქტიკაა.

„კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს" შორის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

26.11.2025.14:11

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა  15 საწარმომ  34,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 10 მლნ ლარზე მეტის  შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია  შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს აღემატება.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის  რეგიონში.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს  საკოორდინაციო შტაბი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა