მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.6
-0.0072
flag
AZN 1.587
0.0005
flag
CNY 38.635
0.0014
flag
EUR 3.1512
-0.0083
flag
GBP 3.6275
-0.024
flag
KZT 53.05
0.0005
flag
TRY 0.0627
0
flag
USD 2.6982
0.0008

ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა - თამთა სოფრომაძე

news image

2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურად გასული წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 2,07 მილიარდი აშშ დოლარი შევისყიდეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა სოფრომაძემ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

„სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ამასთან, სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს წილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს, ანუ 1,002.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით 502.3 მილიონი აშშ დოლარი შემატა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომის ეფექტიანობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ. 

2025 წლის ბოლოს მდგომარეობით ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს - 6.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვების მოცულობა 38%-ით, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

08.01.2026.18:04

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ შენელება განარგძო და 4.0% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2025 წელს სტაბილური იყო. დეკემბერში საბაზო ინფლაციამ 1.6% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და დეკემბერში 2.5%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • ნოემბერში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 1 პპ-ით მოიმატა და წლიურმა მაჩვენებელმა 13.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ნოემბერში 0.7 პპ-ით შემცირდა და 47.9% შეადგინა
  • მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია უცვლელია და 41.8%-ის დონეზეა

 

საგარეო სექტორი

 

  • იმპორტი - ნოემბერში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 1.2%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -1.4 პპ წვლილით
  • ექსპორტი - ნოემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 44.2%-ით გაიზარდა და 782.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლის (33.0 პპ კონტრიბუციით) ექსპორტის ზრდით


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა