საქართველოს ძლიერი ეკონომიკა ხელს უწყობს ბანკების მაჩვენებლებს - Fitch Ratings
Fitch-მა საქართველოს ბანკის, თიბისის, პროკრედიტის და ხალიკ ბანკის პერპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. პროგნოზის გადახედვა მოჰყვა საქართველოს ანალოგიურ რეიტინგულ განახლებას, რომელიც 21 ნოემბერს Fitch-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. (Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურამდე" გააუმჯობესა).
ძლიერი ეკონომიკური პირობები კვლავაც აძლიერებს ბანკების მაჩვენებლებს. Fitch 2025 წელს 7.3%-იან ზრდას, ხოლო 2026-2027 წლებში საშუალოდ 5.2%-ს პროგნოზირებს.
Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის (BOG) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB დონეზე.
,,BOG წარმოადგენს უმსხვილეს ბანკს საქართველოში, 2025 წლის III კვარტალის ბოლოს სექტორის აქტივების 40%-იანი წილით. საკრედიტო პორტფელი დივერსიფიცირებულია: საცალო სესხები შეადგენს 47%-ს (2025 წლის I ნახევრის ბოლოს გრაფულად), კორპორატიული 36%-ს, ხოლო მცირე და მიკრო ბიზნესის სეგმენტები 17%-ს. BOG-ის ბიზნესმოდელმა მდგრადობა აჩვენა, რაც თანმიმდევრული მომგებიანობის მიღწევას უზრუნველყოფს", - წერს Fitch-ი.
საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხ წელიწადში BOG-ის სესხების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო დეპოზიტები სტაბილურობითა და ბანკი ჯანსაღი ლიკვიდობით ხასიათდება.
,,ველით, რომ BOG-ის აქტივების ხარისხი 2025 წლის მეორე ნახევარსა და 2026 წელს სტაბილური იქნება ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოსა და ბანკის გამკაცრებული საკრედიტო სტანდარტების შედეგად", - აღნიშნავს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის (TBC) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB დონეზე. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, TBC-ის საკრედიტო მაჩვენებლები ძირითადად სტაბილური დარჩა, რაც მათ პროგნოზებთან შესაბამისობაშია.
Fitch-ის ხედვით, თიბისი ბანკისთვის დოლარიზაცია (2025 წლის 9 თვის ბოლოს: სესხების 45%) კვლავ რჩება აქტივების ხარისხის მთავარ რისკად, მიუხედავად ზომიერი შემცირებისა ბოლო რამდენიმე წელში. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, განსაკუთრებული რისკია რითეილის სესხები, ცვალებადი პროცენტისა და არაჰეჯირების პირობებში.
,,TBC-ის პრობლემური სესხების წილი 2025 წლის 9 თვის ბოლოს 2.5%-ს შეადგენდა, რაც ხელსაყრელ ეკონომიკურ გარემოს ასახავს", - წერს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის (BOG) პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB+ დონეზე.
პროკრედიტ ბანკი (PCBG) საქართველოს 17 ბანკიდან მეშვიდე ადგილზეა, 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების 2%-იანი წილით. მიუხედავად ამისა, ProCredit-ის ბრენდი ძლიერი პოზიციით სარგებლობს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სეგმენტში, სადაც დაახლოებით 12%-იანი წილი აქვს, რაც პროკრედიტ ბანკი (PCBG)-ს მაღალი ხარისხის კლიენტების მოზიდვაში ეხმარება. ,,პროკრედიტ ბანკი (PCBG) -ის სესხების პორტფელი მნიშვნელოვნად დოლარიზებულია (2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს – სესხების 63%), რაც განპირობებულია ბანკის ფოკუსით მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე და საცალო დაკრედიტების შეზღუდული მასშტაბით. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია Fitch-ის მიერ შეფასებულ ქართულ ბანკებს შორის და აღემატება სექტორის საშუალო 42%-იან დონეს", - წერს Fitch-ი.
Fitch Ratings-მა ხალიკ ბანკის პერპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) დაადასტურა BB+ დონეზე.
,,ბანკის ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე განაპირობებს მაღალი დოლარიზაციის დონეს (2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს – 62%), რაც მნიშვნელოვნად აღემატება სექტორის საშუალო მაჩვენებელს (42%) და ზრდის აქტივების ხარისხთან დაკავშირებულ რისკებს, რადგან ყველა მსესხებელი სრულად არ არის ჰეჯირებული. პრობლემური სესხების წილი 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოს მაღალი იყო 9.1%", - წერს Fitch-ი.
სხვა სიახლეები
სადაზღვევო ბაზრის მოლოდინები - როგორ აისახება მაკროეკონომიკური ტენდენციები სექტორის ზრდაზე
11.03.2026.22:20
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნისა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების გამო წარმოქმნილი ეკონომიკური რყევებისა, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, რაც დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზეც.
ონოფრიშვილის შეფასებით, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად არ გაართულებს ეკონომიკურ გარემოს, დაზღვევის სექტორი საქართველოში ზრდას მომავალშიც შეინარჩუნებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სექტორის გაძლიერებას, რის შედეგადაც სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულება მიმდინარე წელსაც ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.
„დაზღვევა როგორც ყველა სხვა ეკონომიკის სფერო ზოგად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია - სამეზობლოში როგორი მდგომარეობაა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის - ეს ომები იწვევენ გარკვეულ რყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო. ასეთი ზრდა ევროპის არცერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ აქვს და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ რყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. მგონია, რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ახლა ჩვენი სამსახური და მე პირადად ჩართული ვარ, გახლავართ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის, ევროპას წარმოვადგენ ჩემს სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძაან ბევრი საკითხები იქ სხვადასხვა ტენდენციების კვლევაც კი მიდის როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან, როგორ უნდა წავიდეთ - ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განვავითაროთ. მგონია, რომ ტრენდი, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.