მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ მათ საბაზრო ძალაუფლება აქვთ - „სანტეს“ წარმომადგენელი

news image

საკითხები, რომლებიც თქვენ გაინტერესებდათ, გეთანხმებით იმაში, რომ პრობლემურია. გამოწვევები გვაქვს, მაგალითად, ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში არის გაცილებით მაღალი, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს კომპანიას ამჟამად აქვს, - ამის შესახებ კომპანია "სანტეს" წარმომადგენელმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქსელური მარკეტები საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ და "სანტეს" წინაშეც დგას ე.წ. რეტრო ბონუსის საკითხი.

"ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ საბაზრო ძალაუფლება აქვთ ამ ქსელებს და "რეტრო ბონუსის" საკითხი ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, დგას. ციფრების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სტატისტიკა, აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს თავის წლიურ ანგარიშებში და იქ არის ჩაშლილად განხილული ყველა ეს მაჩვენებელი, რომელიც, ფაქტია, რომ წლიდან წლამდე იზრდება. 
ასევე, ჩვენ პროდუქციის მიყიდვას პირდაპირ ქსელებზე არ ვახდენთ, გვყავს ჩვენი დისტრიბუტორი კომპანია და ალბათ, მათთან საუბარიც თქვენთვის საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით." - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე, თუ მოხდა კონტრაქტული ურთიერთობების დაბალანსება, სტანდარტიზება ისეთი მდგომარეობით, როდესაც გამოიკვეთება, რომ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს შორის, კომერციული ურთიერთობები არის გამჭვირვალე, სამართლიანი, თანასწორი - ეს დადებითად აისახება თუ არა ფასების შემცირების დინამიკაზე, "სანტეს" წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ამგვარი ცვლილება ფასზე დადებითად აისახება.

"აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს დადებითად აისახება აუცილებლად. რაც შეეხება რეგულაციებს, თუ იქნება საუბარი რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით," - განაცხადა მან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ADB-ის პრეზიდენტი

06.03.2026.13:12

სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. 

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან, ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად", - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა