ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, რომელიც წლებია იმართება, ყველაზე სასიხარულო და კარგი რაც არის, ფორუმიდან ფორუმამდე მასშტაბი, მონაწილეთა რაოდენობა იზრდება - ილია წულაია აბრეშუმის გზის ფორუმზე
ბიზნესმენმა ილია წულაიამ აბრეშუმის გზის ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი წლიდან წლამდე იზრდება და მასში უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
„ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, რომელიც წლებია - 2015 წლიდან იმართება. ყველაზე სასიხარულო და კარგი რაც არის, წლიდან წლამდე, ფორუმიდან ფორუმამდე მასშტაბი, მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და შედეგობრივადაც უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, თუ რამდენი ქვეყნიდან არიან ჩამოსული სტუმრები კონკრეტული ინტერესებით, ინვესტიციებით, გადაწყვეტილი საკითხებით.
ვნახეთ, რომ ფორუმზე ჩამოსული იყო და ერთ-ერთ პანელზე მონაწილეობას იღებდა ადრე დაანონსებული ინვესტიციის ერთ-ერთი ავტორი Emaar-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბატონი ალაბარი, რომელმაც [თბილისში] გახსნა ოფისი და დაწვრილებით ისაუბრა იმ ინვესტიციაზე, რასაც საქართველოში აპირებს“, - აღნიშნა წულაიამ.
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.