ეკონომიკურ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია კერძო და საჯარო სექტორის დიალოგისათვის - მარიამ ლაშხი
ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია კერძო და საჯარო სექტორის დიალოგი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა ეკონომიკური ფორუმის რიგით მე-19 დისკუსიის შემდეგ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ჯანდაცვის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული ცვლილებები უკვე დაინიცირებულია.
„ასეთი ტიპის პლატფორმების საშუალებით კიდევ უფრო მეტად ეძლევა შესაძლებლობა ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ღიად ვისაუბროთ და იმ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც პირველ რიგში მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობს ჯიბიდან ხარჯები იყოს მინიმუმამდე დაწეული, შეღავათიან მომსახურებაზე ჯანდაცვაზე იყოს ხელმისაწვდომობა და ასევე წამლებზე.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დავაინიცირეთ „ინოვაციების შესახებ“ კანონში ცვლილება, რაც უზრუნველყოფს როგორც ჯანდაცვის სექტორის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კვლევას და განვითარებაში ინვესტიციების ნაწილში 10 წლიანი საგადასახადო შეღავათებს, რაც კიდევ უფრო მეტ ინოვაციას შემოიტანს ჯანდაცვის სფეროში და წაახალისებს როგორც კონკურენციას ასევე ხელმისაწვდომობის ნაწილსაც უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
აღსანიშნავია, რომ ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დისკუსიის თემა „ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში | შესაძლებლობები და გამოწვევები " იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სს „არდი დაზღვევის“, გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სს „არდი დაზღვევის“, გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.06.2025.00:06
თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობაზე ხელშეკრულებების გაფორმებას აგრძელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში „ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა“ არის აღნიშნული, 2025 წელს ხელშეკრულება გაფორმდა დამატებით 198 დამტენის განთავსებაზე. პრეზენტაციაში ასევე წერია, რომ ქალაქის მასშტაბით 97 ლოკაციაზე მოეწყო ელექტროდამტენი სადგურები.
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტიმოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.
„გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომელთაც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.
„მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო სუფთა, ცოცხალი და ეკომეგობრული ქალაქი გახდეს. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, გვექნება ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას ქვეყანაში. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ელექტრომობილების განბაჟება, საპარკინგეადგილები და დამუხტვა უფასოა.