მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი

news image

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორ ურბანულ დაგეგმარებას უკავშირდება, რადგან ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომები ქალაქს წლების განმავლობაში ეტყობა. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინვესტიციები სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ ქალაქის ურბანული განვითარება სწორად და გრძელვადიანი ხედვით განხორციელდეს.

„შეცდომებზეც ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, ვისაც უკვე ჩვენზე ბევრად მეტი აქვს. ჩვენ რამდენიმე სპეციალისტიც გვყავდა მრჩევლად, რომ სწორი მიმართულებები აგვეღო. სულ ვამბობ - ვინც საქმეს აკეთებს სადღაც შეიძლება შეცდომაც დაუშვა. შეცდომა დაუშვა სოციალური მიმართულებით და გამოასწორო ინფრასტრუქტურით, თუმცა ურბანულ განვითარებაში დაშვებული შეცდომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქალაქს ეტყობა და აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ახალი ინვესტიციები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იგივე ახალი სამუშაო ადგილების კუთხით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ურბანული განვითარება უნდა მოხდეს სწორედ“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქის განვითარების მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. მისი თქმით, 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციების 68% სამშენებლო სექტორზე მოდიოდა, ხოლო ახალი მსხვილი პროექტები, მათ შორის „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, ქალაქში ბიზნესის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის და რუსთავს ინდუსტრიულის გარდა ეკონომიკურად უფრო მრავალფეროვან ცენტრადაც აქცევს.

„ისევ და ისევ სამუშაო ადგილები იქნება პრიორიტეტი ჩვენთვის. ბოლო პერიოდში, 2025 წლის მთლიანი საინვესტიციო ნაწილიდან 68% სამშენებლო მიმართულებით მოდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დიდია და „იგლ ჰილსი“ კიდევ გაზრდის ამ ინტერესს ქალაქთან მიმართებაში. სამუშაო ადგილები და ის მასშტაბური პროექტები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დღეს ქალაქში ვიწყებთ... ბევრიც გაკეთებული გვაქვს, თუმცა ამ ტიპის მასშტაბი არ გვქონია, რაც ძალიან მახარებს და ახალ ეკონომიკურ სიძლიერეს მისცემს ჩვენს ქალაქს და არ იქნება მხოლოდ ინდუსტრიულ ჭრილში საინტერესო, სადაც ძალიან დიდი საწარმოები გვაქვს, მათ შორის არის მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა. ამას თავისი სირთულეებიც აქვს ეკოლოგიის ჭრილში, თუმცა რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს ქალაქზე, გავლენას ახდენს პოზიტიური ჭრილით და დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც სწორი ბალანსი, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობით, საინვესტიციო გარემოს შექმნით, აისახება ჩვენი ქალაქის შემოსულობებზე, საკუთარი შემოსავლის ზრდაზე, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ძლიერი წყარო საკუთარი შემოსავლების, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ის პროექტი დავგეგმოთ, რაზეც შეიძლება გულიც გვწყდება ხოლმე და ვთქვათ ფინანსები არ გვყოფნის. სწორი სტრატეგიით ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თანადგომით ძალიან მნიშვნელოვან გზას გადის ქალაქი განვითარების ამ ეტაპზე“, - აცხადებს რუსთავის მერი. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება, ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ - თამარ იოსელიანი

10.03.2026.15:02

საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულ და მჭიდრო მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სანქციების ეფექტიანი აღსრულება.

„საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაცრ აღსრულებას. ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ, როგორც პასუხისმგებლობიანი პარტნიორი და სანქციების დაწესების დღიდან თანმიმდევრულად უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ტერიტორია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. სწორედ ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ნავსადგურებიც, სადაც უკვე მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში “, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა