მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

დისტრიბუტორის მომგებიანობის მარჟა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, ვიდრე „რითეილერის“ - „კარფურის“ გენერალური დირექტორი

news image

ჩვენი მხრიდან მთავარი წნეხი არის თაროს ფასზე და შესაბამისად, ყველა ის პრომო, აქცია, რომელიც იგეგმება, არის მაქსიმალური რესურსის გამოყოფა, რომ ეს პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ.

მან აღნიშნა, რომ „რითეილერის“ მოგების მარჟასთან შედარებით, დისტრიბუტორის მომგებიანობა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, რაც ჯანსაღი ციფრი არ არის.

„ამ მხრივ, ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის, ყველაზე დიდი დანახარჯები, როგორც კაპიტალური, ისე საოპერაციო, აქვს „რითეილერს“ და მწარმოებელს. დისტრიბუტორი არის შუალედური რგოლი, რომელიც ახორციელებს სერვისს, რათა დააკავშიროს მწარმოებელი „რითეილერთან“. როდესაც ჩვენ ბაზარზე შემოვედით, დისტრიბუტორის მომგებიანობის მარჟა 12-13% იყო, დღეს დაიწყია და სადღაც 8%-მდე არის, თუმცა, ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, ვიდრე „რითეილერის“ მომგებიანობის მარჟა. მე ახლა არ ვსაუბრობ კონკრეტულად „კარფურზე“, ვსაუბრობ ზოგადად ინდუსტრიაზე. ეს, გარკვეულწილად, არ არის ჯანმრთელი ციფრი, რამდენადაც, შეუძლებელია, ღირებულებით ჯაჭვში მყოფ რგოლს, რომელიც ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას და ყველაზე დიდი რისკი აქვს ბიზნესის შექმნასთან მიმართებით, აქვს ყველაზე დაბალი მომგებიანობის მარჟა,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.

როგორც მან განმარტა, კლასიკურ მოდელებში, ფასწარმოქმნის სქემა აცდენილია საქართველოში არსებულ ვითარებას.

„თუ გადავხედავთ კლასიკურ მოდელს, ფასწარმოქმნის სქემაში, მომწოდებელს, მწარმოებელს სისტემაში უნდა ჰქონდეს 50%-მდე მთელი მოგების, „რითეილერს“ უნდა ჰქონდეს 45%-მდე და დისტრიბუტორს, როგორც დამაკავშირებელ რგოლს, კლასიკურ მოდელებში აქვს სადღაც 5%-მდე. ჩვენს შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად აცდენილია განვითარებული ქვეყნების მაგალითს, მაგრამ, ეტაპობრივად, ყოველწლიურად, ევოლუცია ამისკენ მიდის, რომ განაწილება ამ შემოსავლის მოგების, მიდის ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დავით ქარქაშაძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე - Galt & Taggart

16.03.2026.16:42

ძირითადი აგროპროდუქტების - ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელების – ერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „სოფლის მეურნეობა საქართველოში“ არის აღნიშნული.

როგორც Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში არის აღნიშნული, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აერთიანებს პროდუქტიულობის, სურსათის ფასებისა და ინვესტიციების ინდიკატორებს და სისტემურად აფასებს სექტორის მდგომარეობას, ძირითად ტენდენციებს და განვითარების პოტენციალს. 2017-24 წლებში ინდექსის დინამიკა მთლიანობაში პოზიტიური იყო, რაც სექტორის ეტაპობრივ განვითარებაზე მიუთითებს. საქართველოში საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება, 2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21.5 მილიარდი ლარი შეადგენდა, საიდანაც 27% იმპორტით, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი გადამუშავებული პროდუქტების მოხმარების მატებაა. ამასთან, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტმა 4.5 მლრდ ლარი შეადგინა 2025 წელს.

„მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მლრდ ლარს მიაღწევს. ძირითადი აგროპროდუქტების –ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელების –ერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, ექსპორტი 3.0 მლრდ ლარს, ხოლო იმპორტი 2.8 მლრდ ლარს. საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული ხორცის, რძის პროდუქტებისა, მარცვლეულის და ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო ხილი, თხილი და ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია. მოთხოვნის სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე. თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ ეწევა მოთხოვნის ზრდას, რის გამოც იმპორტდამოკიდებულება ძლიერდება. მომდევნო წლებში განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში. ჩვენი მოლოდინით, 2030 წლისთვის ამ პროდუქტების ბაზარი დაახლოებით 3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 1 მლრდ ლარამდე დამატებითი ადგილობრივი წარმოების პოტენციალს ქმნის. სექტორის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ცოდნის და ტექნოლოგიების დაბალი დონე, მიწების ფრაგმენტაცია, დაბალი კორპორატიზაცია, რაც დარგის დაბალ პროდუქტიულობას განაპირობებს. ამავე დროს, ექსპორტი კვლავ რამდენიმე ძირითად პროდუქტსა და ბაზარზეა კონცენტრირებული, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის საჭიროებაზე მიუთითებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვან განვითარების პოტენციალს ინარჩუნებს და ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები არსებობს. პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ბიზნესის როლის გაძლიერება, მიწის კონსოლიდაცია, სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ძირითადი წინაპირობებია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო მხარდაჭერაც, მათ შორის საინვესტიციო და აგროკრედიტის პროგრამები. ჯამში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარების პოზიტიურ ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი იქნება პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება და ექსპორტის დივერსიფიკაცია“, - აღნიშნულია კვლევაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა