მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო, როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია - ირაკლი კობახიძე

news image
დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და მეორე მხრივ, 18%-იან დღგ-ზე, ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია.
 
„დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო. 86%-ია ფასნამატი, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, საზღვრიდან დახლამდე. ამას რომ დავამატოთ საზღვრამდე ფასნამატი, გამოდის ორმაგი და მეტი. როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია. გადასახადი არის ის, რაც ბოლოს ისევ ხალხს უბრუნდება, იმიტომ, რომ შედის ბიუჯეტში და შემდეგ ხმარდება სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას და ა.შ. განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელიც შედის ბიზნესებში. აქ სპეკულაციები არის საკმაოდ უადგილო. საუბარია ორმაგ ფასნამატზე და აქ 18%-ზე საუბრობენ. ფასნამატი რომ ნაკლები იყოს, დღგ-ც აბსოლუტურ მაჩვენებლებში იქნება უფრო ნაკლები. შენ თუ ნაკლებ ფასნამატს დაადებ, მაგალითად, მესამედით თუ შემცირდება მათი ფასნამატი, დღგ-ც შესაბამისად, პროპორციულად შემცირდება", - განაცხადა პრემიერმა.
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის პროექტი მიმდინარეობს და ასევე მოლაპარაკებებიც დასრულდება მომავალ წელს უცხოელ პარტნიორთან, თუმცა ამის მიუხედავად, შეუფერხებლად გაგრძელება ამის მიღმაც პროექტის განხორციელება - პრემიერი

26.12.2025.02:30

ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნაწილში, რაც ასევე ეკონომიკაზეც აისახება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი გეგმის მიხედვით, დადგენილ ვადებში განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. 
 
„აქტიურად გრძელდება ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და მომავალ წელს, პრაქტიკულად,  თითქმის დასრულდება თბილისი-ბათუმის 4-ზოლიანი ავტობანის მშენებლობა. დარჩება 2 მცირე მონაკვეთი, სადაც იყო ერთ შემთხვევაში გარკვეული ხარვეზები, მეორე შემთხვევაში გვიან დაიგეგმა შესაბამისი მონაკვეთის განვითარება. მომავალ წელს, თითქმის, მთლიანად დასრულდება ავტობანის მშენებლობა თბილისიდან ბათუმამდე. გარდა ამისა, უკვე გაწერილი გეგმა გვაქვს, რომლის მიხედვითაც 2030 წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, ერთი მონაკვეთის გარდა ყველა ჩქაროსნული მონაკვეთი იქება დასრულებული, ეს მოიცავს მათ შორის თურქეთის საზღვრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრამდე მონაკვეთს, ეს მოიცავს კახეთის მონაკვეთს, მოიცავს თბილისი- ლარსს, საბოლოო ჯამში,  დადგენილ ვადებში განხორციელება ყველა პროექტი. ასევე, რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები - ზაფხულის სეზონამდე დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ ნახევარი საათით მგზავრობის დროის შემცირება თბილისიდან ბათუმამდე. ანაკლიის პროექტი მიმდინარეობს და ასევე მოლაპარაკებებიც დასრულდება მომავალ წელს უცხოელ პარტნიორთან, თუმცა ამის მიუხედავად, შეუფერხებლად გაგრძელება ამის მიღმაც პროექტის განხორციელება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამუშაოები აქტიურად წარიმართება, რაც მოგვცემს საშუალებას რომ უშუალოდ მშენებლობაზე გადავიდეთ 2027 წლიდან. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება ყველა შესაბამისი პროექტი, რაც მოგვცემს ჩვენ  ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალურად განვითარების შესაძლებლობას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნებთან ყველა მიმართულებით და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა