დღევანდელი მონაცემებით, ჯამში, 4500 მგვტ-ია ჩვენი სიმძლავრე, აქედან გამომდინარე, გაორმაგება ჩვენი სიმძლავრის 5 წლის განმავლობაში არის ძალიან სერიოზული მესიჯი ჩვენი ინვესტორებისთვის - გიორგი აბრამიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.
,,შესამჩნევია ის ხელშეწყობა და მონდომება, რომელიც საჯარო სექტორის ახალ გუნდს აქვს იმისათვის, რომ განვითარდეს ენერგეტიკა. ფაქტობრივად მიძინებული პროექტები და სექტორი, რომელიც დიდი ხანია, მორატორიუმის ტიპის მდგომარეობაში იყო, გაცოცხლდა. ჩვენ მივიღეთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პროექტი, რამდენი სიმძლავრით ესაჭიროება ქვეყანას შემდეგი 5 და 10 წლის განმავლობაში. საუბარია, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, ჯამში, 4500 მგვტ-ია ჩვენი სიმძლავრე, აქედან გამომდინარე, გაორმაგება ჩვენი სიმძლავრის 5 წლის განმავლობაში არის ძალიან სერიოზული მესიჯი ჩვენი ინვესტორებისთვის", - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი, გრედა - ს გამგეობის თავმჯდომარე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით - დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ | სულხან ზუმბურიძე
09.03.2026.21:15
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.
,,ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა ენერგეტიკის განვითარების და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო. ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით. დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ.
ის პროექტები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს საქართველოში და ეს არის 4000 მგვტ-ზე მეტი შემდეგი წლების განმავლობაში, ამას კიდევ დაემატება 4500 მგვტ 2036 წლამდე. ამ მიდგომით დარგი უფრო სწრაფად განვითარდება", - აცხადებს სულხან ზუმბურიძე, „პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელი.