დღევანდელ ვითარებაში ვხედავთ თუ რას ნიშნავს „შუა დერეფანი" - შალვა პაპუაშვილი
დღევანდელ ვითარებაში ვხედავთ თუ რას ნიშნავს „შუა დერეფანი“, - განაცხადა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის საუბრის თემა სწორედ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყნებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ვხედავთ, რომ ის სტრატეგიული პროექტები, რომელსაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და როგორც იდეა გაჟღერდა თუ რა შედეგები მოაქვს ამ პროექტებს ჩვენი ქვეყნებისთვის. მაშინ ზოგიერთი ეს პროექტი იქნებოდა ეს „აბრეშუმის გზის“, როგორც იდეის ხელახლა წამოწევა თავის დროზე, იქნება ეს „შუა დერეფანი“, მილსადენები, მათ შორის კაბელები და შავი ზღვის გამოყენება ელექტრო ენერგიის გადასაცემად თუ ინტერნეტის კაბელებისთვის, ბევრი ეს იდეა მაშინ სერიოზულად არ განიხილებოდა, როგორც ალტერნატივა სხვა მარშრუტებისა. დღევანდელ ვითარებაში ვხედავთ თუ რას ნიშნავს „შუა დერეფანი“, როდესაც მათ შორის საჰაერო ტრანსპორტირებაც კი და ვნახეთ ჩვენ თვითმფრინავების მიმოსვლა, როგორ მოხდა მისი გადაწევა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც კონფლიქტები არის სხვა რეგიონში. ეს არის ის საკითხები, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესის ნაწილია და გვაქვს სრული თანხვედრა ჩვენი ინტერესებისა და აქედან გამომდინარე თანამშრომლობის სურვილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.13:00
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 115 553.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 124 268.7 ათასი დოლარის. კლება 7%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ხუთ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი (ღირებულებით) სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაფიქსირდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მობილური ტელეფონების იმპორტის 48%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 55 906.2 ათასი დოლარი;
ჩეხეთი - 16 877.3 ათასი დოლარი;
ვიეტნამი - 10 731.8 ათასი დოლარი;
ჰონ-კონგი - 9 124.5 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 8 531.5 ათასი დოლარი;