მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

დღეს შეხვედრა გვექნება საშუალო და მცირე ქსელების წარმომადგენლებთან - გვინდა გავიაროთ ის პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირება მოხდა ფასებთან წარმოქმნის ჯაჭვში პირველ და მეორე რგოლში l შოთა ბერეკაშვილი

news image

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, დღეს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრები საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმენენ. 

„დღეს შეხვედრა გვექნება საშუალო და მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. გვინდა გავიაროთ ის პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირება მოხდა ფასებთან წარმოქმნის ჯაჭვში პირველ და მეორე რგოლში. მხედველობაში მაქვს მწარმოებლები და დისტრიბუტორები.

ასევე გვინდა გავეცნოთ კომერციულ ურთიერთობებს ფასწარმოქმნის ჯაჭვში,. გვინდა სწორად გვესმოდეს რამდენად დიდია ძალაუფლება ქსელური მაღაზიების მხრიდან ფასწარმოქმნის ჯაჭვში დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან. გვინდა რომ საუბარი იყოს ძალიან ღია“, - აღნიშნა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მომხმარებლის ნდობა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

11.03.2026.16:21

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, ბოლო შვიდ წელიწადში ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი თითქმის გაორმაგდა. მისი თქმით, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 600 მილიონ ლარს აღწევდა, ახლა კი მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულება 600 მილიონზე მეტია. ონოფრიშვილის თქმით, მომხმარებელთა ნდობა კერძო კომპანიებისადმი იზრდება, ხოლო სახელმწიფო უწყებები განიხილავენ ახალი რეგულაციებისა და ბაზრის განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის ავტოდაზღვევის სფეროში.

„ციფრებით რომ ვთქვათ, მთლიანი 1 მილიარდ 411 მილიონი ლარიდან 45%, დაახლოებით 600 მილიონი ლარი ჯანდაცვის მიმართულებაზე მოდის. საინტერესოა შედარება, 2019 წელს, სულ რაღაც 7 წლის წინ, მთელი სადაზღვევო სექტორის ჯამური მაჩვენებელი იყო 600 მილიონზე ოდნავ მეტი. გამოდის, რომ შვიდ წელიწადში მხოლოდ ჯანდაცვის დაზღვევამ მიაღწია იმ ნიშნულს, რაც ადრე მთელ ბაზარს ჰქონდა.

ეს ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლის ნდობა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ გაიზარდა. მოქალაქეებს სჯერათ, რომ სექტორს შესწევს ძალა, შესთავაზოს მათ ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქტები. ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო კატეგორიის პაკეტები, როგორც ბიუჯეტური, ისე პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი. ვინაიდან ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში სავალდებულო არ არის, ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით, გაცნობიერებულად ირჩევს კერძო დაზღვევას“, - განმარტავს დავით ონოფრიშვილი.

როგორც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, ქართულ ბაზარზე მომხმარებელთა არჩევანი დღეს ორ მიმართულებას შორის არის გადანაწილებული:  საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვაზე ან კერძო დაზღვევაზე. გარდა ამისა, ონოფრიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში განვითარდება ავტოდაზღვევის ბაზარიც, მათ შორის ახალი მანქანების სრული დაცვის (კასკო) მიმართულება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა