დღეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება
დღეს, 25 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
სხდომის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, კომიტეტის გადაწყვეტილება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდება, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და აღწერილია ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია.
აღსანიშნავია, რომ მონეტარული კომიტეტის წინა სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა.
სხვა სიახლეები
საქართველომ 2 თვეში $34.3 მილიონის სმარტფონები შეიძინა
25.03.2026.13:00
2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სმარტფონების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 34 324.7 ათასი დოლარის ღირებულების 25.4 ტონა სმარტფონების (ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 33.1 ტონას შეადგენდა. ამასთან, 2025 წლის იანვარ-თებერვალში სმარტფონების იმპორტი 32 086.5 ათასი დოლარის დონეზე იყო.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს: