მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროცედურა, რომელიც დღეს კანონითაა დადგენილი, სააგენტოს მხრიდან ზედმიწევნით სრულდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედი"-ს ეთერში.

ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში მსხვილი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც, თავის მხრივ,  ფართო საჯარო განხილვებსაც გულისხმობს. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება იაზრებს და იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტ საჯარო დიალოგს საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან. 

„ეს არის თემა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი მითების, საკმაოდ ბევრი მისინტერპრეტაციის საგანი გახდა. რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რომელიც უზრუნველყოფს სწორ ბალანსს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, ეკონომიკის განვითარების, ენერგოუსაფრთხოების, ისევე როგორ ენერგეტიკული სექტორის განვითარების და გარემოს დაცვის თითოეული მნიშვნელოვანი კომპონენტის ზედმიწევნით გათვალისწინებით. ეს უზრუნველყოფს მთელი ამ პროექტის მდგრადობას არამხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სოციალური და გარემოს დაცვით ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი პროცედურის შესაბამისად, პროექტების განხილვის, დაწყებისა და დასრულების ფაზებში ყველა ზემოაღნიშნული პირობა გათვალისწინებულია და ამ საკითხზე ყველა უწყება და ჩართული მხარე  აქტიურად მუშაობს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

05.04.2026.05:05

ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება, სწორედ ამიტომ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად დავიწყეთ მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ძალიან მკაფიო ხედვა,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ მოქალაქეებს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებოდეთ.
 
„სამინისტროში არის სპეციალისტების გუნდი, კონკრეტულად დარგის სპეციალისტების გუნდი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უფრო ფართოდ არის გასაშლელი, ბუნებრივია, მსჯელობა და ღირებული იქნება გარე ექსპერტული ჩართულობა. ამას მხოლოდ მივესალმებით, ჩვენი სურვილი და ინტერესია, რომ მაქსიმალურად გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებასა და დამუშავებაში იქნებიან ჩართულები. რაც შეეხება დიდ ჰესებსა და ზოგადად ჰესებს, ეს არის პრობლემის მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ეს უნდა იყოს, ბუნებრივია, საერთო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა მხედველობის მიღმა არ უნდა დაგვრჩეს არც გეგმის სხვა კომპონენტები. „ენგურჰესი" არის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და ამაზე აქტიურად არის სამუშაო. რაც შეეხება წარსულში არსებულ ხარვეზებს, ამაზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ. ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება და თუ ავიღებთ რამდენიმე წლის მონაცემებს, სექტორის განვითარების მაჩვენებლები არ არის სახარბიელო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სერიოზულობით მოვეკიდეთ ამ საქმეს და ამიტომ დავიწყეთ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს ძალიან მკაფიო ხედვა, წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ხედვა, რომლის მიხედვითაც, 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა, ეს ეხება როგორც დენს, ისე გაზს და, ასევე, ნავთობის მიმართულებას. 
რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც არის დასახლებებში, ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოგვცემს აქ ვითარების არსებითად გაუმჯობესების შესაძლებლობას, რისი საშუალებაც არ იყო წინა წლებში. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია და ტარიფის გადახედვა ჩვენ გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით. ზოგადად, იგეგმება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობაში, ახალი ხაზების მიმართულებით ჯამური ტრასის სიგრძე, გეგმის თანახმად, იქნება 855 კმ. რაც შეეხება ძველის რეაბილიტაციას, აქ დაგეგმილია 605 კმ პროექტების განხორციელება. ყველა მიმართულებით გვინდა, რომ კონკრეტულ გეგმას გავყვეთ. კომპლექსურია გამოწვევები, რომლებიც გვაქვს და რომლებიც დაგროვდა და ამ კომპლექსურ გამოწვევებს სჭირდება კომპლექსური გეგმით დაპირისპირება. გამოვხატავ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ყველასთან ამ გეგმის შემდგომი დამუშავების პროცესში. „შავ ხვრელებს" რაც შეეხება, ყველა მიმართულებით არის დანაკარგები, გაზსადენებში, მილსადენებში, ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და ამიტომ გვინდა, გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რომლებიც ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს,"- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა